ტყვიავის ციხე-დარბაზი
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
====ისტორია==== | ====ისტორია==== | ||
− | კომპლექსი შეიქმნა ლეკების შემოსევების დროს. იგი ყოფილა თამაზ ქარელის ოჯახის თავდასაცავი და ამავე დროს საცხოვრებელი ნაგებობაც. ციხე- | + | კომპლექსი შეიქმნა ლეკების შემოსევების დროს. იგი ყოფილა თამაზ ქარელის ოჯახის თავდასაცავი და ამავე დროს საცხოვრებელი ნაგებობაც. [[ციხე-დარბაზი]]ს კედლებზე შემორჩენილი მხედრული წარწერების თანახმად, ციხის მეპარტრონეს 1754 წელს რვაგვერდა კოშკისათვის დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მიუშენებია თითო წაკვეთილი ელიფსური კოშკები, 1758 წელს კი - აღმოსავლეთით დაუმატებია მეოთხე კოშკიც. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
− | ციხე-დარბაზი ნაგებია რიყის ქვით; დიდ, წაკვეთილ ელიფსის ფორმის ჩრდილოეთის კოშკში (6,8X5,7მ) გამოყენებულია [[აგური]]ც. ციხე-დარბაზი ძლიერ დაზიანებულია. თავდაპირველად აგებულია მოგრძო, რვაგვერდა კოშკი (11,3X8,2 მ). კოშკიდან ნაწილობრივ შემორჩენილია ორი სართული. სავარაუდოა, რომ იგი ოთხსართულიანი მაინც იყო. ნაგებობის შემორჩენილ კედლებში მრავალი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. ყოველ სართულზე თითო [[ბუხარი|ბუხარია]]. დასავლეთით მიშენებული ცილინდრული კოშკიდან (3,9X4,9 მ) შემორჩენილია ოთხი სართული, მეორე კოშკიდან კი სამი. შესასვლელი თითოეულ კოშკს ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. ყოველ სართულზე ბუხრები, სათოფურები და სარკმლებია. არის სამეურნეო დანიშნულების [[ნიში|ნიშებიც]]. მეოთხე კოშკიდან (5,4X7,6 მ) სამი სართულია შემორჩენილი. შესასვლელი კოშკს პირველ სართულზე აქვს. კედლებში მრავალი სათოფურია. კართან ახლოს არის [[ჭა]]. სართულშუა გადახურვა ყველგან ხისა ყოფილა. | + | ციხე-დარბაზი ნაგებია [[რიყის ქვა|რიყის ქვით]]; დიდ, წაკვეთილ ელიფსის ფორმის ჩრდილოეთის კოშკში (6,8X5,7მ) გამოყენებულია [[აგური]]ც. ციხე-დარბაზი ძლიერ დაზიანებულია. თავდაპირველად აგებულია მოგრძო, რვაგვერდა კოშკი (11,3X8,2 მ). კოშკიდან ნაწილობრივ შემორჩენილია ორი სართული. სავარაუდოა, რომ იგი ოთხსართულიანი მაინც იყო. ნაგებობის შემორჩენილ კედლებში მრავალი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. ყოველ სართულზე თითო [[ბუხარი|ბუხარია]]. დასავლეთით მიშენებული ცილინდრული კოშკიდან (3,9X4,9 მ) შემორჩენილია ოთხი სართული, მეორე კოშკიდან კი სამი. შესასვლელი თითოეულ კოშკს ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. ყოველ სართულზე ბუხრები, სათოფურები და სარკმლებია. არის სამეურნეო დანიშნულების [[ნიში|ნიშებიც]]. მეოთხე კოშკიდან (5,4X7,6 მ) სამი სართულია შემორჩენილი. შესასვლელი კოშკს პირველ სართულზე აქვს. კედლებში მრავალი სათოფურია. კართან ახლოს არის [[ჭა]]. სართულშუა გადახურვა ყველგან ხისა ყოფილა. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები ]] | [[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები ]] | ||
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
+ | [[კატეგორია:საცხოვრებელი ნაგებობები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:49, 29 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
ტყვიავის ციხე-დარბაზი - ტყვიავის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავის ცენტრში, ვაკეზე. თარიღდება XVIII საუკუნით. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: რვაგვერდა კოშკი, დასავლეთის კოშკი, ჩრდილოეთის კოშკი და ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი.
[რედაქტირება] ისტორია
კომპლექსი შეიქმნა ლეკების შემოსევების დროს. იგი ყოფილა თამაზ ქარელის ოჯახის თავდასაცავი და ამავე დროს საცხოვრებელი ნაგებობაც. ციხე-დარბაზის კედლებზე შემორჩენილი მხედრული წარწერების თანახმად, ციხის მეპარტრონეს 1754 წელს რვაგვერდა კოშკისათვის დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მიუშენებია თითო წაკვეთილი ელიფსური კოშკები, 1758 წელს კი - აღმოსავლეთით დაუმატებია მეოთხე კოშკიც.
[რედაქტირება] აღწერილობა
ციხე-დარბაზი ნაგებია რიყის ქვით; დიდ, წაკვეთილ ელიფსის ფორმის ჩრდილოეთის კოშკში (6,8X5,7მ) გამოყენებულია აგურიც. ციხე-დარბაზი ძლიერ დაზიანებულია. თავდაპირველად აგებულია მოგრძო, რვაგვერდა კოშკი (11,3X8,2 მ). კოშკიდან ნაწილობრივ შემორჩენილია ორი სართული. სავარაუდოა, რომ იგი ოთხსართულიანი მაინც იყო. ნაგებობის შემორჩენილ კედლებში მრავალი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. ყოველ სართულზე თითო ბუხარია. დასავლეთით მიშენებული ცილინდრული კოშკიდან (3,9X4,9 მ) შემორჩენილია ოთხი სართული, მეორე კოშკიდან კი სამი. შესასვლელი თითოეულ კოშკს ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. ყოველ სართულზე ბუხრები, სათოფურები და სარკმლებია. არის სამეურნეო დანიშნულების ნიშებიც. მეოთხე კოშკიდან (5,4X7,6 მ) სამი სართულია შემორჩენილი. შესასვლელი კოშკს პირველ სართულზე აქვს. კედლებში მრავალი სათოფურია. კართან ახლოს არის ჭა. სართულშუა გადახურვა ყველგან ხისა ყოფილა.