ვერმიკულიტი
(→წყარო) |
|||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მინერალები]] | [[კატეგორია:მინერალები]] | ||
− |
12:32, 5 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
ვერმიკულიტი – (ლათ. vermiculus ჭიაყელა, მატლი), უფერო, თეთრი, ყავისფერი, შავი, მომწვანო ან მოყვითალო ფერის მინერალი; ფენოვანი ქარსი; ცეცხლგამძლე საშენი და თბოსაიზოლაციო მასალა.
ქიმიური ფორმულა – (Mg+2, Fe+2, Fe+3)3[(Al, Si)4O10]·(OH)2·4H2O; სიმკვრივე:
მყარ მდგომარეობაში – 2400-2700 კგ/მ3, გაფუებულ მდგომარეობაში – 65-1130 კგ/მ3;
დნობის ტემპე-რატურა – 1350°C;
გაფუების ტემპერატურა – 900-1000°C.
გაფუებისას ვერმიკულიტის მოცულობა იზრდება 15-25-ჯერ. ის ინერტული და ბიომედეგი მასალაა, არ ექვემდებარება ლპობასა და მიკროორგანიზმების ზემოქმედებას. გაფუებულ ვერმიკულიტს ახასიათებს მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებები. ვერმიკულიტი წარმოიქმნება ულტრაფუძე და ტუტე ქანების გამოფიტვის ქერქში, მცირე რაოდენობით – ბიოტიტის და ფლოგოპიტის ჰიდროთერმული შეცვლის შედეგად. ვერმიკულიტის გამოყენების სფეროებია: მსუბუქი ბეტონები; თბოსაიზოლაციო მასალები; დეკორატიული ბათქაშის ხსნარები; შემვსები შპალერების, რეზინის, პლასტმასების, საღებავების, შხამქიმიკატების, ანტიფრიქციული მასალების წარმოება; ადსორბენტი აირადი და თხევადი სამრეწველო ნარჩენების გადამუშავებაში; ატომურ ენერგეტიკაში გამა-სხივების ამრეკლავი და ქიმიური ელემენტების რადიოაქტიური იზოტოპების გამოსხივების მშთანთქავი; ცეცხლდამცავი საფარები; სუბსტრატი ნიადაგის აერაცია და მულჩირება და სხვ.