სამშენებლო ქაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქაფი (სამშენებლო)“ გადაიტანა გვერდზე „სამშენებლო ქაფი“ გადამი...) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
13:05, 5 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
ქაფი – უჯრედოვანი დისპერსიული სისტემა, რომელიც წარმოადგენს სითხის თხელი შუაშრეებით გაყოფილ აირის ბუშტულების ერთობლიობას. ქ. წარმოშობა განპირობებულია სითხეში ქაფის სტაბილიზატორების, ანუ ქაფწარმომქმნელების არსებობით. წყლიან გარემოში ასეთი ნივთიერება შეიძლება იყოს საპონი, საპნის მსგავსი ზედაპირულად აქტიური ნივთიერება და ზოგი ხსნადი პოლიმერი. თხევადი და ნახევრადთხევადი პროდუქტების აქაფებას და შემდგომ გამყარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო და საკონსტრუქციო მასალების წარმოებაში (მაგ., ქაფმინა, ქაფპლასტი, ქაფპოლისტირენი, ქაფბეტონი და სხვ.).