ქაფმინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქაფმინა – აფუებული გამდნარი მინისაგან მიღებული მასალა უჯრედოვანი სტრუქტურით და 80-90% ფორიანობით. ფორები დახურულია და პრაქტიკულად წყალს არ შთანთქავს. ადვილად მუშავდება: იხერხება, იბურღება, ილურსმნება, კარგად ეჭიდება ცემენტიან მასალებს. ქ. სიმკვრივე – 200-300 კგ/მ3, სიმტკიცე – 0,5-3 მპა. სტრუქტურით და თვისებით ქაფმინა ვულკანური პემზის მსგავსია და გამოიყენება მიწისქვეშა მილსადენების, სამრეწველო მაცივრების, შენობებისა და ლითონის კონსტრუქციების თბოიზოლაციისათვის.