ლითონის კონსტრუქციები
ლითონის კონსტრუქციები − საერთო დასახელება კონსტრუქციებისა ლითონისა და სხვადასხვა შენადნობებისაგან, გამოყენებული სახალხო მეურნეობასა და ყოფაცხოვრებაში: შენობები, ნაგებობების, ჩარხები, მასშტაბური მოწყობილობები, მექანიზმები, აპარატები და ა.შ. მშენებლობაში ტერმინი „სამშენებლო ლითონ-კონსტრუქციები” შეესაბამება შენობა-ნაგებობების მზიდ ფოლადის კონსტრუქციებს. მე-20 საუკუნემდე მშენებლობაში ძირითა-დად გამოიყენებოდა სხმული თუჯის კონსტრუქციები (კოლონე-ბი, კოჭები, კიბის მარშები და სხვ.).
თანამედროვე ლითონის კონსტრუქციები იყოფა ორ ჯგუფად: ფოლადისა და მსუბუქი შენადნობების (მაგ., ალუმინის). სხვა სამშენებლო კონსტრუქციებთან შედარებით ლითონის კონსტრუქციებს აქვს უპირატესობები, როგორიცაა: სიმსუბუქე, ტექნოლოგიურობა, სივრცითი სიმტკიცე და სიხისტე, მაღალი დეკორატიული თვისებები, მონტაჟისა და დემონტაჟის სისწრაფე, შედუღებადობა, მობილურობა და სხვ. ლითონის კონსტრუქციების გამოყენების სფეროა: მაღლივი შენობები, ხიდები, დიდმალიანი გადახურვები, კოშკები, ანძები, კოშკური და ხიდური ამწეები, გაზგოლდერები, სილოსები, რეზერვუარები, ბუნკერები, კოჭები, წამწეები, სტრუქტურები, გარსები, ესტაკადები, ელექტროსადენი ხაზების საყრდენები, მილსადენები, ჰიდრავლიკური ფარები, კარკასები და სხვ. მსოფლიოში ცნობილი ლითონის ნაგებობებია: ეიფელის კოშკი; შუხოვის კოშკი; ცათამბჯენი Turning Torso; ცათამბჯენი Мэри-Экс; ხიდი „ოქროს ჭიშკარი” და სხვ.