კვარცის ქვიშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კვარცის ქვიშა '''კვარცის ქვიშა''' (თეთრი ქ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თეთრი ქვიშა“ გადაიტანა გვერდზე „კვარცის ქვიშა“ გადამისამართე...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 15:17, 7 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
კვარცის ქვიშა (თეთრი ქვიშა) − საშენი მასალა, რომელიც მიიღება რძისფერ-თეთრი ქვიშის დაფქვით. ჩვეულებრივი ქვიშისაგან გამოირჩევა მონომინერალურობით, ერთგვაროვნე-ით, მაღალი მარცვლებშორისი ფორიანობით, შესაბამისად – ჭუჭყტევადობით. მისი სორბციული უნარი საშუალებას იძლევა წყლიდან მოვაცილოთ დაჟანგული რკინა და მარგანეცი. ახასაიათებს მაღალი მედეგობა მექანიკური, ქიმიური, ატმოსფერული და წყლის ზემოქმედების მიმართ. გამოიყენება დეკორატიულ-მოსაპირკეთებელი მასალების, წარმოებაში, ინტერიერებისა და ფასადების საბათქაშე დუღაბების დასამზადებლად, ლანდშაფტურ დიზაინში და სხვ. კვარცის ქვიშისაგან დამზადებული სამშენებლო ბლოკები გამოირჩევა რბილი, წყნარი ფერებითა და ერთგვაროვანი ზედაპირით.