სამშენებლო ბლოკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეტონის სამშენებლო ბლოკი

სამშენებლო ბლოკი − ქარხნული წესით დამზადებული კონსტრუქციული ასაწყობი ელემენტი ან ნაკეთობა გამოყენებული მშენებლობაში. მისი სახეობებია: მძიმე ან მსუბუქი ბეტონის, ქაფბეტონის, გაზობეტონის, გაზოსილიკატური, პოლისტირენის, ქაფპოლისტირენის, კერამიკის, არბოლიტის, კლინკერული, კედლის, მოცულობითი, საცხოვრებელი, საყალიბე, საძირკვლის, თბოსაიზოლაციო, თბოეფექტური სხვ. მათ დასამზადებლად გამოიყენება: კვარცის ქვიშა, ხრეში ან ღორღი (ფრაქციით 5-20 მმ), ფოლადის ან მინაპლასტიკის არმატურა, პემზა, წიდა, პორტლანდცემენტი, წყალი და სხვ. ქიმიური დანამატები.

არბოლიტის კედლის ბლოკი

ტერმინში „სამშენებლო ბლოკი“, ძირითადად, მოიაზრება მძიმე ან მსუბუქი ბეტონისგან დამზადებული ცალობითი ბლოკი, რომლის სტანდარტული ზომებია: 10x20x40 სმ, 15x20x40 სმ, 20x20x40 სმ, 30x20x40 სმ. მიღებულია, რომ ზომები უნდა იყოს 50 მმ მოდულის ჯერადი. ბლოკების დამზადება, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია სამშენებლო ობიექტზეც. ბლოკის საპირე ზედაპირი შეიძლება იყოს გლუვი ან დაღარული.

სამშენებლო ბლოკი გამოყენების ძირითადი სფეროებია: საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გარე შემომზღუდავი კონსტრუქციები (თვითმზიდი ან მზიდი კედლები) სათავსის შიგნით ნორმალური თბო- და ტენიანობითი რეჟიმით. აგრესიული გარემოს არსებობის შემთხვევაში კედლის შიდა ზედაპირი დაცული უნდა იყოს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისაგან. მასალის მიხედვით სამშენებლო ბლოკი არსებობს: აგურის, კერამიკული, წვრილმარცვლოვანი, მსუბუქი უჯრედოვანი ბეტონის, არბოლიტის და ბუნებრივი თლილი ქვის; დანიშნულების მიხედვით: საძირკვლის, კედლის (ჩვეულებრივი, საპირე ერთმხრივი, საპირე ორმხრივი) და თბოსაიზოლაციო; კონსტრუქციის მიხედვით: მასიური ან სიღრუეებიანი (წონის შესამცირებლად და თბო ტექნიკური პარამეტრების გასაზრდელად).





იხილე აგრეთვე

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები