მსუბუქი ბეტონის ბლოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბეტონის მსუბუქი ბლოკი-დან)
მსუბუქი ბეტონის ბლოკი − მასიური ან სიღრუეებიანი ცალობითი სამშენებლო ბლოკი დამზადებული მსუბუქ შემავსებელზე. გამოირჩევა სიმსუბუქითა და მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებებით, ამიტომ წარმატებული საშენი მასალაა თვითმზიდი კედლების ასაშენებლად. შემავსებლად გამოიყენება: პემზა, წიდა, კერამზიტი, ტორფი, პერლიტი, ქაფპლასტი, ქაფპოლიურეთანი, პოლისტირენი და სხვ.