პოლისტირენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლისტირენის ბლოკები

პოლისტირენი− (ბერძ. polýs ბევრი, მრავალი; styrax სტირენი და -ēnē ბოლოსართი, რომელიც აღნიშნავს დაწყებას ან წყაროს), სინთეზური არომატული პოლიმერი, რომელიც წარმოადგენს სტირენის (ვინილბენზოლის) პოლიმერიზაციის პროდუქტს. იგი მაგარი, მყიფე, გამჭვირვალე თერმოპლასტიკური პლასტმასაა მასალაა ფერების ფართო გამით. შეიძლება იყოს მაგარ ან აფუებულ მდგომარეობაში; ბლანტი, საშუალო ან მაღალი დარტყმითი სიმტკიცის (ქიმიური ფორმულა – (C8 ∙ H8)n;
სიმკვრივე – 960-1040 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – დაახლოებით 240°C.
თერმულად მდგრადია 105°C ტემპერატურამდე.

გრანულებისგან ამზადებენ თბოსაიზოლაციო ფილებს, ექსტრუზიის მეთოდით – უჯრედოვან ქაფპოლისტირენს.

გამოყენების სფეროა: თბოსაიზოლაციო, მოსაპირკეთებელი, დეკორატიული, საფილტრავი მასალები, სენდვიჩ-პანელები, ყალიბები, საყოფაცხოვრებო ნივთები (ჭურჭელი, შესაფუთი მასალები, ბავშვის სათამაშოები და სხვ.), მედიცინა, ელექტროტექნიკა (დიელექტრული ანტენები, კოაქსიალური კაბელები, კონდენსატორები, ელქტროხელსაწყოების კორპუსები), სამხედრო საქმე (ნაპალმის წარმოება), შესაფუთი მასალა, ქაფპლასტების წარმოება და ა.შ.

პოლისტირენი იხსნება კეტონებში (კარბონილის ჯგუფის ნაერთი. მაგ., აცეტონი), არომატულ ნახშირწყალბადებში, ალდეჰიდებსა და ეთერებში, არ იხსნება სპირტებში, ძლიერ მედეგია მჟავების, ტუტეებისა და წყლის მიმართ, ადვილად იღებება, წებდება, მუშავდება მექანიკური მეთოდებით, გამოირჩევა წყალ და ყინვამედეგობით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლისტირენი წვადი მასალაა და ხანძრის პირობებში გამოყოფს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.

მსოფლიოში გავრცელებულია პოლისტირენის შემდეგი აბრევიატურები: PS – polystyrene (პოლისტირენი), GPPS – general purpose polystyrene (საერთო დანიშნულების პოლისტირენი, არადარტყმამედეგი); MIPS – medium-impact polystyrene (საშუალო დარტყმამედეგი); HIPS – high-impact polystyrene (დარტყმამედეგი პოლისტირენი); EPS – expanded polystyrene (აფუებადი პოლისტირენი)

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პოლისტირენის სახელწოდებად მიღებული იყო „პოლისტიროლი“. მიგვაჩნია, რომ რუსულ პოლიტიკურ სივრცეში გავრცელებული ეს ტერმინი არ შეესაბამება მის პირველსაწყის დასახელებას.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები