ნაპალმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაპალმი - ლაბისებრი ცეცხლგამჩენი ნივთიერება, რომელიც შედგება თხევადი ნახშირწყალბადისგან, საწვავისგან (ბენზინი, ნავთი, ბენზოლი) და გამასქელებლისგან (ორგანული მჟავის ალუმინის მარილი, სინთეტიკური კაუჩუკი, პოლისტიროლი და სხვა). კარგად ეკვრება ქსოვილების ზედაპირს, სამოსელს, ძნელი მოსაცილებელია.
200-300 გ. მასის ნაპალმი იწვის 5-10 წუთს და 12000C ტემპერატურას წარმოქმნის. გამოიყენება ცეცხლსატყორცნი, საავიაციო ცეცხლგამჩენი ბომბების და ავზების, საცეცხლე ფუგასების და სხვათა აღჭურვისთვის.