ანტენა
ანტენა − (ლათ. antenna გემის ქანდარა) – მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა რადიოტალღების მიღება და გადაცემა. მიღების დროს ანტენა გარდაქმნის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტრულ დენად და პირიქით – გამოსხივებისას ელექტრულ დენს ელექტრომაგნიტურ ტალღებად.
ფიზიკურად ანტენა წარმოადგენს ერთი ან მეტი გამტარისაგან შედგენილ კონსტრუქციას, რომელსაც მიეწოდება ცვლადი ელექტრული სიგნალი და ანტენის ელემენტების ელექტრომაგნიტური აღგზნების შედეგად ელექტრული სიგნალი გარდაიქმნება ელექტრომაგნიტურ ტალღად. ელექტომაგნიტური ტალღების მიღება, შესაბამისად, შებრუნებული პროცესია, ელექტრომაგნიტური ტალღა მიმღებ ანტენაში აღძრავს შესაბამის ცვლად ელექტრულ დენს. ა. მრავალი სახეობა არსებობს: ბალანსირებული, ბალისტიკური, ბიკონუსური, ბიმეტალური, ბრტყელი, გადამცემი, გარე, გასაბერი, გონიომეტრული, გრძელტალღიანი, დაეკრანებული, დიაპაზონური, დიელექტრიკული, დიფრაქციული, ელიფსური, ერთსხივიანი, ეტალონური, ზემიმართული, ზიგზაგისებრი, თვითმფრინავის, დაკიდებული, კილისებრი, კონუსური, კოშკური, ლინზისებრი, მაგნიტური, მაზონდირებელი, მარაოსებრი, მარყუჟული, მბრუნავი, მიმართული, მიმღები, მიწისქვეშა, მოკლეტალღიანი, მრავალპროგრამიანი, მრავალსხივიანი, მრგვალი, ოთახის, ორპროგრამიანი, ორსადენიანი, პარაბოლური, პელენგატორის, პერისკოპული, პრიზმული, რადიოსამაუწყებლო, რადიოტელესკოპის, რეფლექტორული, რომბისებრი, საავარიო, საბრუნი, სარკიანი, სატელევიზიო, სპირალური, სფერული, სხივური, ტელემეტრული, ტელესკოპური, ტურნიკეტული, ფაზირებული, ფართოდიაპაზონიანი, ფართუზოლიანი, ფერიტის, ფიდერული, ფიუზელაჟის, ჩარჩოსებრი, ცილინდრული, ხელოვნური, ჰარმონიკული და სხვ.