წიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წიდა − რკინისა და მისთ. ნადნობთ ხენჯი. არის ორი სახის – მეტალურგიული და სათბობის. პირველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტალურგიულ პროცესებში, იცავს ლითონს ღუმელში აირისა და მინარევების მავნე ზემოქმედებისაგან. ორთქლის ქვაბების საცეცხლურებში მყარი სათბობის წვის შედეგად მიღებული ნარჩენები, ნაჭრების სახით შეცხობილი ნაცრის ნაწილაკები ფართოდ გამოიყენება წიდაცემენტების, მინერალური ბამბის, წიდა-პემზის, წიდა-სიტალების წარმოებაში.
იხილე აგრეთვე
- ბოვის წიდა
- ბრძმედის წიდა
- გრანულირებული წიდა
- ვულკანური წიდა
- თეთრი წიდა
- კონვერტერის წიდა
- მარტენის წიდა
- სინთეზური წიდა
- შედუღების წიდა