შედგენილი ღერო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შედგენილი ღერო''' – ღეროვანი კონსტრუქციის ელემენტი, რომელი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ღეროვანი კონსტრუქციბი]] | [[კატეგორია:ღეროვანი კონსტრუქციბი]] | ||
16:10, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
შედგენილი ღერო – ღეროვანი კონსტრუქციის ელემენტი, რომელიც შედგება რამდენიმე ღეროსგან (შტოსგან), რომლებიც ერთმანეთთანაა შეერთებული ფირფიტების ან გისოსის მეშვეობით და ქმნის მთლიან განივკვეთს. ძირითად ელემენტებად გამოიყენება ხის ფიცრები, ძელები, ფანერის მოღუნული პროფილები, ფოლადის კუთხედები, შველერები, ორტესებრები, სქელი ფურცლები, მილები; და სხვ. შედგენილი ღერო შეიძლება დამზადდეს მონოლითური რკინაბეტონისაგანაც. ასეთი ღეროები, ძირითადად გამოიყენება გრძივ ღუნვაზე მომუშავე კონსტრუქციულ ელემენტებში, სადაც საჭიროა ღეროს განივკვეთის ინერციის რადიუსის გაზრდა ანუ მოქნილობის შემცირება. შტოები ერთმანეთთან შეერთებულია ხისტი ან მოქნილი მაკავშირებლებით, რომლებიც ძალვებს ერთი შტოდან გადასცემენ მეორე შტოს (ნორმალური და მხები ძალვები).