მილი (მშენებლობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მილი – ღრუ ნაკეთობა, უმეტესად წრიული განივკვეთისა და შედარებით დიდი სიგრძისა, რომელსაც იყენებენ მილსადენებისა და სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად.

მასალის მიხედვით შეიძლება იყოს ლითონის, თუჯის, კერამიკის, მერქნის, მინის, პლასტმასის (პოლიპროპილენის), რკინაბეტონისა და სხვ.

დანიშნულების მიხედვით – აერაციის, აირსადაწნეო, აირ-ნავთობსადენის, აირსარინი, არასადაწნეო, ბიმეტალური, გადასამუშავებელი, გადასაშვები, გაზმომარაგების, გამწოვი, გოფრირებული, დამძიმებული საბურღი, დიდდიამეტრიანი, ელექტროშენადუღი, თბოენერგეტიკული, თხელკედლიანი, კანალიზაციის, კაპილარული, კონუსური, კრეკინგის, კუთხვილიანი, მაგისტრალური, მანაწილებელი, მიმმართველი, მრავალარხიანი, მრავალშრიანი, მცირედიამეტრიანი, ნაგლინი, ნიპელიანი, ნორმალურსორტამენტიანი, ორთქლსარინი, ორნაკერიანი შენადუღი, ორშრიანი, პრეციზიული, პროფილური, რადიაციული, საბურღი, სადაწნეო, სადერივაციო, სადრენაჟო, სავენტილაციო, საკვამლე, საკომპენსაციო, საკონსტრუქციო, სამაგრი, სასაკისრე, სატუბბო-საკომპრესორო, საქვაბე, საშუალო დიამეტრის, საქრევი, საშრობი, საწვავსადენი, საჭირხნი, სახანღრო, სითბური, სპირალურნაკერებიანი, სპირალურშენადუღი, სქელკედლიანი, სწორნაკერიანი, სხმული, უნაკერო, ფარფლებიანი, ქვედის, შეკრული, შემოსასვლელი, შემშვები, შემწოვი, შენადუღი, ჩასადენი, ცივად დეფორმირებული, ცივნაგლინი, ცივნაჭიმი, ცხლად დეფორმირებული, წიბოებიანი, წყალაირსადენი, წყალსადენი, წყალჩასაშვები, ჰაერმანაწილებელი, ჰაერსაბერი, ჰაერსადენი, ჰაერშემწოვი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები