მინის მილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინის მილი – მაღალი ქიმიური მედეგობის, გლუვი, გამჭვირვალე პროფილი. წარმატებით ცვლის ლითონის მილს. მისი გამტარობა 5-10%-ით მეტია, ვიდრე იმავე დიამეტრის ფოლადის მილისა. გამოიყენება დაწნევიან, უდაწნეო და ვაკუუმურ მილსადენებში აგრესიული სითხეებისა და აირების, საკვები პროდუქტების, წყლისა და სხვა მასალების ტრანსპორტირებისათვის –50-დან +120°С ტემპერატურის ფარგლებში. მზადდება შიგა დიამეტრით – 40-200 მმ, სიგრძით – 1500-3000 მმ (ინტერვალით 250 მმ), კედლის სისქით – 5-21 მმ. პროდუქციას თან ახლავს თავისი ფურნიტურა (გადამყვანები, სამკაპები, ფასონურები, ჯვარედები და სხვ.). მინის მილი გამოირჩევა მაღალი მექანიკური სიმტკიცით, ქიმიური- და თბომედეგობით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები