წერტილოვანი შედუღება
(ახალი გვერდი: წერტილოვანი შედუღება '''წერტილოვანი შედ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:შედუღება]] | [[კატეგორია:შედუღება]] |
13:55, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
წერტილოვანი შედუღება − კონტაქტური ელექტროშედუღების სახეობა, როდესაც შესადუღებელი ორი ან მეტი ლითონის ფურცელი იკუმშება მექანიკური ძალით – მიმჭერი ელექტროდებით, რომლებიც მიერთებულია შესადუღებელი ტრანსფორმატორის მეორეულ გრაგნილთან. დენის ჩართვისას ხდება ელექტროდებით ფურცლების ინტენსიური ადგილობრივი გახურება – ჩაჭერილ უბნებზე და მათ მომიჯნავე ზონებში. შედუღების წრედში დენი აღწევს ათეულობით კილოამპერს, ხოლო ძაბვა რამდენიმე ვოლტს. შედუღების პროცესი გრძელდება ცენტრალურ, ყველაზე გახურებულ ზონაში, ლითონის გადნობამდე, რის შემდეგაც დენს გამორთავენ და გარკვეული დროის შემდეგ იხსნება მკუმშავი ძალა. გაცივების შემდეგ წარმოიქმნება დეტალების ადგილობრივი შეერთება წრიული შენადუღი წერტილის სახით. ერთდროულად შესადუღებელ წერტილთა რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ ერთ-, ორ- და მრავალწერტილოვან შედუღებას. შესადუღებელი აპარატი არსებობს სტაციონალური და პორტატიული.