ქრომი
(ახალი გვერდი: '''ქრომი''' – (ბერძ. chrōma ფერი) მბზინვარე [[მძიმე ლითონები|მძიმე ლით...) |
|||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
ქრომის ყველაზე დიდი [[საბადო|საბადოები]] გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], [[რუსეთი|რუსეთში]], [[ზიმბაბვე|ზიმბაბვეში]], [[მადაგასკარი|მადაგასკარში]], ასევე [[თურქეთი|თურქეთში]], [[ინდოეთი|ინდოეთში]], [[სომხეთი|სომხეთში]], [[ბრაზილია]]ში, [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. | ქრომის ყველაზე დიდი [[საბადო|საბადოები]] გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], [[რუსეთი|რუსეთში]], [[ზიმბაბვე|ზიმბაბვეში]], [[მადაგასკარი|მადაგასკარში]], ასევე [[თურქეთი|თურქეთში]], [[ინდოეთი|ინდოეთში]], [[სომხეთი|სომხეთში]], [[ბრაზილია]]ში, [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. | ||
| − | ანსხვავებენ ქრომის სამ ძირითად [[მინერალი|მინერალს]]: მაგნოქრომიტი, ქრომპიკოტიტი და ალუმოქრომიტი. გარეგნულად | + | ანსხვავებენ ქრომის სამ ძირითად [[მინერალი|მინერალს]]: მაგნოქრომიტი, ქრომპიკოტიტი და ალუმოქრომიტი. გარეგნულად ქრომი [[ფოლადი|ფოლადს]] ჰგავს. ის ყველაზე მაგარი [[ლითონი]]ა, რომელიც მხოლოდ [[ვოლფრამი|ვოლფრამს]] უთმობს უპირატესობას. კარგად ჭრის [[მინა]]ს. მდგრადია ჰაერზე. 2000°C ტემპერატურაზე იწვის მწვანე ფერის ქრომის ოქსიდის წარმოქმნით CrO<sub>3</sub>, რომელიც ამფოტერული თვისებებით ხასიათდება. ქრომის [[შენადნობი]] [[რკინა]]სთან – [[ფეროქრომი]] გამოიყენება [[ლეგირებული ფოლადი]]ს საწარმოებლად. ქრომის გამოყენება დაფუძნებულია მის სიმაგრესა და კოროზიამედეგობაზე. ქრომი [[უჟანგავი ფოლადი]]ს კომპონენტია. ფეროქრომში ქრომის მასითი წილი 60%-ია. გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობის დასაფარავად. ლამაზი გარეგნული სახის მისაცემად [[კალიუმი]]ს, ნატრიუმის ამონიუმის დიქრომატები გამოიყენება ტყავის თრიმვლისათვის, [[ასანთი]]ს, [[ასაფეთქებელი ნივთიერებები]]ს წარმოებაში. ქრომატებს, ბიქრომატებს, თუთიის ქლორიდს, სპილენძის სულფატს, ნატრიუმის არსენატს და ზოგიერთ სხვა ქრომის შემცველ ნივთიერებას წარმატებით იყენებენ [[მერქანი|მერქნის]] ანტიპირენებისა და ანტისეპტირებისათვის, რაც ზრდის ხის მედეგობას სოკოების, ბაქტერიების, ტენისა და ღია ცეცხლის მიმართ. |
მიმდინარე ცვლილება 12:54, 24 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ქრომი – (ბერძ. chrōma ფერი) მბზინვარე მძიმე ლითონი. სიმკვრივე – 7190 კგ/მ3. ძნელად ლღვება. დნობის ტემპერატურა – 1890°C; დუღილის ტემპერატურა – 2480°C. თანამედროვე დასახელება – კროკოიტი. ელემენტის დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან (ფერი, საღებავი) – მისი ნაერთების შეფერილობის მრავალფეროვნების გამო.
ქრომის ყველაზე დიდი საბადოები გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ყაზახეთში, რუსეთში, ზიმბაბვეში, მადაგასკარში, ასევე თურქეთში, ინდოეთში, სომხეთში, ბრაზილიაში, ფილიპინებზე.
ანსხვავებენ ქრომის სამ ძირითად მინერალს: მაგნოქრომიტი, ქრომპიკოტიტი და ალუმოქრომიტი. გარეგნულად ქრომი ფოლადს ჰგავს. ის ყველაზე მაგარი ლითონია, რომელიც მხოლოდ ვოლფრამს უთმობს უპირატესობას. კარგად ჭრის მინას. მდგრადია ჰაერზე. 2000°C ტემპერატურაზე იწვის მწვანე ფერის ქრომის ოქსიდის წარმოქმნით CrO3, რომელიც ამფოტერული თვისებებით ხასიათდება. ქრომის შენადნობი რკინასთან – ფეროქრომი გამოიყენება ლეგირებული ფოლადის საწარმოებლად. ქრომის გამოყენება დაფუძნებულია მის სიმაგრესა და კოროზიამედეგობაზე. ქრომი უჟანგავი ფოლადის კომპონენტია. ფეროქრომში ქრომის მასითი წილი 60%-ია. გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობის დასაფარავად. ლამაზი გარეგნული სახის მისაცემად კალიუმის, ნატრიუმის ამონიუმის დიქრომატები გამოიყენება ტყავის თრიმვლისათვის, ასანთის, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში. ქრომატებს, ბიქრომატებს, თუთიის ქლორიდს, სპილენძის სულფატს, ნატრიუმის არსენატს და ზოგიერთ სხვა ქრომის შემცველ ნივთიერებას წარმატებით იყენებენ მერქნის ანტიპირენებისა და ანტისეპტირებისათვის, რაც ზრდის ხის მედეგობას სოკოების, ბაქტერიების, ტენისა და ღია ცეცხლის მიმართ.