ხერხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: დისკური ხერხი '''ხერხი''' – ხელის ან მრავალ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Diskuri xerxi.JPG|thumb|250პქ|დისკური ხერხი]]
 
[[ფაილი:Diskuri xerxi.JPG|thumb|250პქ|დისკური ხერხი]]
 
'''ხერხი''' – ხელის ან მრავალსაჭრისიანი დაზგური მჭრელი იარაღი ან მანქანა ხის, [[ლითონი]]ს, ქვის, [[პლასტმასი]]ს, [[მინა|მინის]] და სხვა მასალების საჭრელად.  
 
'''ხერხი''' – ხელის ან მრავალსაჭრისიანი დაზგური მჭრელი იარაღი ან მანქანა ხის, [[ლითონი]]ს, ქვის, [[პლასტმასი]]ს, [[მინა|მინის]] და სხვა მასალების საჭრელად.  
[[ფაილი:Xerxi orsaxeluriani.JPG|thumb|მარცხნივ|წარწერის ტექსტი]]
+
 
ხერხი, როგორც წესი, წარმოადგენს გრძივ ან წრიული ფორმის ლითონის ფირფიტას, რომლის მუშა წიბოზე განლაგებულია საჭრელი კბილები. ის უძველესი შრომის იარაღია. ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში (VII-III ათასწლეული ჩვ. ე.-მდე) ადამიანი იყენებდა კაჟბადის ხერხს. პირველი [[რკინა|რკინის]] ხერხი გამოიგონეს სკანდინავიელებმა (ამზადებდნენ ქვის ფორმებში ჩამოსხმით, რის გამოც დაბალი ხარისხის იყო), შემდეგ კი ბერძნებმა დაიწყეს მისი დამზადება ჭედვით, რამაც უზრუნველყო მისი მაღალი ხარისხი და სიმტკიცე. ძველ ეგვიპტეში სპილენძის ხერხის გამოყენება დაიწყეს ადრეული დინასტიის პერიოდში (ძვ. წ. 3100-2686 წწ.), რისი დადასტურებაა ფარაონ ჯერის მეფობის ხანაში სამარხებში ნაპოვნი სპილენძის ხერხის ნიმუშები. შემდეგ პერიოდში, ეგვიპტური ტაძრების კედლებზე ჩნდება უამრავი სურათი, სადაც სხვა ინსტრუმენტებთან ერთად ხერხის სახეობებიც კარგად ჩანს. შემდეგ დაიწყეს ბრინჯაოს ხერხის დამზადება, ხოლო რკინის საუკუნეში გაჩნდა [[ჩარჩო-ხერხი]]ც (იერაპოლისი, ძველი რომი, III საუკუნე).  ჩინური ლეგენდის მიხედვით, ჩინელები ბრინჯაოს ხერხს ამზადებდნენ ძვ. წ. XVII საუკუნეში, ხოლო ბერძნული მითოლოგიის თანახმად ხერხი გამოიგონა ძველი ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის [[დედალოსი]]ს  დისშვილმა თალოსმა.  
 
ხაზი 23: ხაზი 23:
  
<gallery>
 
<gallery>
 +
ფაილი:Xerxi orsaxeluriani.JPG|ორსახელურიანი ხერხი
 
ფაილი:Xelis xerxi.JPG|ხელის ხერხი
 
ფაილი:Xelis xerxi.JPG|ხელის ხერხი
 
ფაილი:Rotoruli xerxi.JPG|როტორული ხერხი
 
ფაილი:Rotoruli xerxi.JPG|როტორული ხერხი

მიმდინარე ცვლილება 13:39, 7 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

დისკური ხერხი

ხერხი – ხელის ან მრავალსაჭრისიანი დაზგური მჭრელი იარაღი ან მანქანა ხის, ლითონის, ქვის, პლასტმასის, მინის და სხვა მასალების საჭრელად.

ხერხი, როგორც წესი, წარმოადგენს გრძივ ან წრიული ფორმის ლითონის ფირფიტას, რომლის მუშა წიბოზე განლაგებულია საჭრელი კბილები. ის უძველესი შრომის იარაღია. ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში (VII-III ათასწლეული ჩვ. ე.-მდე) ადამიანი იყენებდა კაჟბადის ხერხს. პირველი რკინის ხერხი გამოიგონეს სკანდინავიელებმა (ამზადებდნენ ქვის ფორმებში ჩამოსხმით, რის გამოც დაბალი ხარისხის იყო), შემდეგ კი ბერძნებმა დაიწყეს მისი დამზადება ჭედვით, რამაც უზრუნველყო მისი მაღალი ხარისხი და სიმტკიცე. ძველ ეგვიპტეში სპილენძის ხერხის გამოყენება დაიწყეს ადრეული დინასტიის პერიოდში (ძვ. წ. 3100-2686 წწ.), რისი დადასტურებაა ფარაონ ჯერის მეფობის ხანაში სამარხებში ნაპოვნი სპილენძის ხერხის ნიმუშები. შემდეგ პერიოდში, ეგვიპტური ტაძრების კედლებზე ჩნდება უამრავი სურათი, სადაც სხვა ინსტრუმენტებთან ერთად ხერხის სახეობებიც კარგად ჩანს. შემდეგ დაიწყეს ბრინჯაოს ხერხის დამზადება, ხოლო რკინის საუკუნეში გაჩნდა ჩარჩო-ხერხიც (იერაპოლისი, ძველი რომი, III საუკუნე). ჩინური ლეგენდის მიხედვით, ჩინელები ბრინჯაოს ხერხს ამზადებდნენ ძვ. წ. XVII საუკუნეში, ხოლო ბერძნული მითოლოგიის თანახმად ხერხი გამოიგონა ძველი ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის დედალოსის დისშვილმა თალოსმა.

ამჟამად, ხერხი ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ინსტრუმენტია მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში. დანიშნულებისა და კონსტრუქციის მიხედვით არსებობს ხერხის სახეები: აჟურული, ბალანსური, ბეწვა, დისკური, ვოიაჩეკის, პირდაპირი, გრძივი, ლენტური, მსხვილკბილა, მშვილდა, ორსახელურიანი, სამედიცინო, ქვასაჭრელი, ჩარჩო-ხერხი, ძრავიანი, წვრილკბილა, წრიული, ხელის, ჯილის და სხვ.

სარჩევი

[რედაქტირება] ლენტური ხერხი

ამძრავ და მიმყოლ შკივებზე დაჭიმული ხერხი, უსასრულო მოქნილი კბილებიანი ფოლადის ლენტის სახით.

[რედაქტირება] მრგვალი ხერხი

(წრიული, დისკოსმაგვარი) – მჭრელი ინსტრუმენტი; გამოიყენება ლითონის, მერქნის, პლასტმასის, ქვისა და სხვა მასალის დასაჭრელად. მრგვალი ხერხი კბილებიანი ფოლადის დისკოა. ლითონის დამუშავებისას დისკო აღჭურვილია სწრაფმჭრელი ფოლადის ფირფიტებით. გამოიყენება სხვადასხვა სახის (მოქმედების) დაზგაში ხელით ან ავტომატური მიწოდებით.

[რედაქტირება] როტორული ხერხი

მრგვალი ხერხის სახეობა, რომლის მჭრელი დისკოს ცენტრი წრიულად გადაადგილდება. ასეთი ხერხი დიდი ზომის ნამზადის დასაჭრელად გამოიყენება.

[რედაქტირება] ხერხი ქანქარა

მრგვალი ხერხის სახეობა, რომლის მჭრელი დისკო შვეულად ცამოკიდებულ ქანქარაზეა დაყენებული.

[რედაქტირება] ცირკულარული ხერხი

ხერხის სახეობა, რომელიც მონტაჟდება მაგიდაზე და გამოიყენება ხის მასალის გრძივი, ღრმა და განივი დახერხვისას.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები