ჩარჩო-ხერხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩარჩო-ხერხი – ხის საჭრელი დანადგარი ძელებისა და მორების სიგრძეზე დასახერხად. ძირითად სამუშაო ორგანოა ჩარჩოში გაჭიმული ერთი ან რამდენიმე (20-მდე) ხერხის ბრტყელა, რომელთა ზევით-ქვევით გადაადგილება ხდება ბარბაცასა და მრუდმხარას მეშვეობით. ჩარჩო-ხერხი შეიძლება იყოს ერთ- ან ორსართ-ულიანი, ჰორიზონტალური ან ვერტიკალური.