ალბედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალბედო''' – (ლათ. albēdō სიფერმკრთალე, სითეთრე), რაიმე სხეულის ზედ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ფოტომეტრია]]
 
[[კატეგორია:ფოტომეტრია]]
[[კატეგორია:კლიმატოლოგია]]
 
[[კატეგორია:ელექტრომაგნიტური გამოსხივება]]
 

მიმდინარე ცვლილება 16:51, 11 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ალბედო – (ლათ. albēdō სიფერმკრთალე, სითეთრე), რაიმე სხეულის ზედაპირიდან არეკლილი სხივური ნაკადის ფარდობა მასზე დაცემულ სხივურ ნაკადთან. ალბედო ახასიათებს სხეულის ზედაპირის არეკვლის უნარს: იდეალურად გამბნევი ზედაპირის ალბედო ერთის ტოლია, ხოლო აბსოლუტურად შავი სხეულისა – ნულის. გაითვალისწინება შენობებისა და ნაგებობების შიგა სივრცეში მზის რადიაციის გავლენით თბოშეღწევადობის გაანგარიშების დროს.

ალბედოს ზომავენ სპეციალური ხელსაწყოთი – ალბედომეტრით და ჩვეულებრივ პროცენტობით გამოსახავენ. მაგ., მთვარის ალბედო უდრის 7%-ს, მარსისა – 15%-ს; ვენერასი – 59%-ს. დედამიწის ალბედო იცვლება 3-იდან 90%-მდე. ბალახით დაფარული ზედაპირის ალბედო საშუალოდ 22-25% უდრის, ვენახისა – 18-20%; ჩაის მწვანე ფოთლებისა – 24-26%; სიმინდისა – 18%, ტყის მასივისა – 14-17%; წყლის ზედაპირისა – 3-10%; თოვლის ფიფქისა – 80-90% და ა.შ.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები