სხვენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: სხვენი '''სხვენი''' – სივრცე შენობის ზედა სართულ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Sxveni.JPG|thumb|სხვენი]]
+
[[ფაილი:Sxveni.JPG|მარჯვნივ|230პქ|]]
'''სხვენი''' – სივრცე შენობის ზედა სართულის  გადახურვასა და სახურავს შორის.
+
'''სხვენი''' – თავანი; სივრცე შენობის ზედა სართულის  გადახურვასა და სახურავს შორის. აქვს არასტანდარტული ფორმა, ამიტომ სხვენი საცხოვრებლად მოუხერხებელ სივრცედ ითვლება. მიუხედავად ამისა, ის ხშირად დაყოფილია ოთახებად ან გამოიყენება ერთიან სივრცედ, როგორც საცხოვრებლად, ასევე ნივთების შესანახი ადგილის დანიშნულებით. მას უკეთებენ კარებსა და [[ფანჯარა|ფანჯრებს]]. სხვენი შეიძლება იყოს მთლიანად დახურული ან ნაწილობრივ ღია – [[აივანი|აივნის]] ტიპის. საძინებლის დანიშნულებით სხვენი, ძირითადად, იმ შემთხვევებში გამოიყენება, როცა [[სახლი|სახლში]] მცირე საცხოვრებელი ფართია, მაგრამ მისი კეთილმოწყობის შემთხვევაში მსგავსი [[საძინებელი]] ოთახი იმავე კომფორტს უზრუნველყოფს, როგორსაც ჩვეულებრივი ოთახში მოწყობილი საძინებელი. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სხვენს აუცილებლად უნდა ჰქონდეს [[ფანჯარა|ფანჯრები]] და კარგი სავენტილაციო სისტემა. სხვენი გამოიყენება სახლში ტემპერატურის კონტროლის მიზნითაც, ვინაიდან მასში ჰაერი ნელა მოძრაობს. სახლის ქვედა [[სართული|სართულებიდან]] წამოსული თბილი [[ჰაერი]] ხშირად გროვდება სხვენში, რაც მის არასტუმართმოყვარე რეპუტაციას კიდევ უფრო ამძიმებს. მაგრამ, თანამედროვე თბო- და [[ჰიდროსაიზოლაციო მასალა|ჰიდროსაიზოლაციო მასალები]]ს გამოყენებისას სხვენის გათბობის ხარჯი 15%-მდე მცირდება და იზრდება მისი უსაფრთხოება. [[სამშენებლო ნორმები და წესები|სამშენებლო ნორმები]]ს მიხედვით, თუ სხვენი აქტიურად არ გამოიყენება, აუცილებელია, რომ იგი კარგად ნიავდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვენში იქმნება მაღალი ტემპერატურა, გროვდება ნესტი, რაც ხელს უწყობს ხის [[საშენი მასალა|საშენ მასალაზე]] ობის გაჩენასა და [[ჭერი]]ს კონსტრუქციების ნაწილების ლპობას. არსებული სტანდარტებით, სხვენის სავენტილაციო ფართობი უნდა იყოს არანაკლებ სხვენის ფართობის 1/150 ნაწილი და ამ სავენტილაციო სივრცის არანაკლებ 50% განთავსებული უნდა იყოს სხვენის ზედა ნაწილში. ვენტილაციისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გამწოვ სისტემაზე მომუშავე დანადგარები. სხვენში ასასვლელად ხშირად იყენებენ როგორც ჩვეულებრივ, ისე სპეციალურ დასაშვებ-ასაკეც [[კიბე]]ს, რომელიც სხვენის [[იატაკი|იატაკშია]] დამონტაჟებული და ხელს უწყობს სხვენის ქვევით არსებულ სართულზე ფართობის ეკონომიას. უმეტეს შემთხვევებში, სხვენს დასაშვებ-ასაკეც კიბეებს აქვს თოკი, ზამბარის ან ჰიდრავლიკური სისტემები, რომელთა საშუალებითაც კიბეს უშვებენ და კეცავენ. ეს კიბე მზადდება ხის, [[ფოლადი|ფოლადის]], [[ალუმინი|ალუმინის]], [[მინა|მინის]] ან [[პლასტმასი]]საგან და გამოიყენება იმ სახლებში, სადაც სხვენს ძირითადად ნივთების შესანახი დანიშნულება აქვს.
 
+
 
+
  
 +
სხვენი სამი ძირითადი ფორმა არსებობს: სამერცხულიანი (სახლებში რომლის სხვენს აქვს [[აივანი]] ან [[ტერასა]]); „ველუქსის“ ტიპის (ჰაერის შახტით) და ჩვეულებრივი ([[მანსარდა|მანსარდით]]).
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 +
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 20:40, 14 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

Sxveni.JPG

სხვენი – თავანი; სივრცე შენობის ზედა სართულის გადახურვასა და სახურავს შორის. აქვს არასტანდარტული ფორმა, ამიტომ სხვენი საცხოვრებლად მოუხერხებელ სივრცედ ითვლება. მიუხედავად ამისა, ის ხშირად დაყოფილია ოთახებად ან გამოიყენება ერთიან სივრცედ, როგორც საცხოვრებლად, ასევე ნივთების შესანახი ადგილის დანიშნულებით. მას უკეთებენ კარებსა და ფანჯრებს. სხვენი შეიძლება იყოს მთლიანად დახურული ან ნაწილობრივ ღია – აივნის ტიპის. საძინებლის დანიშნულებით სხვენი, ძირითადად, იმ შემთხვევებში გამოიყენება, როცა სახლში მცირე საცხოვრებელი ფართია, მაგრამ მისი კეთილმოწყობის შემთხვევაში მსგავსი საძინებელი ოთახი იმავე კომფორტს უზრუნველყოფს, როგორსაც ჩვეულებრივი ოთახში მოწყობილი საძინებელი. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სხვენს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფანჯრები და კარგი სავენტილაციო სისტემა. სხვენი გამოიყენება სახლში ტემპერატურის კონტროლის მიზნითაც, ვინაიდან მასში ჰაერი ნელა მოძრაობს. სახლის ქვედა სართულებიდან წამოსული თბილი ჰაერი ხშირად გროვდება სხვენში, რაც მის არასტუმართმოყვარე რეპუტაციას კიდევ უფრო ამძიმებს. მაგრამ, თანამედროვე თბო- და ჰიდროსაიზოლაციო მასალების გამოყენებისას სხვენის გათბობის ხარჯი 15%-მდე მცირდება და იზრდება მისი უსაფრთხოება. სამშენებლო ნორმების მიხედვით, თუ სხვენი აქტიურად არ გამოიყენება, აუცილებელია, რომ იგი კარგად ნიავდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვენში იქმნება მაღალი ტემპერატურა, გროვდება ნესტი, რაც ხელს უწყობს ხის საშენ მასალაზე ობის გაჩენასა და ჭერის კონსტრუქციების ნაწილების ლპობას. არსებული სტანდარტებით, სხვენის სავენტილაციო ფართობი უნდა იყოს არანაკლებ სხვენის ფართობის 1/150 ნაწილი და ამ სავენტილაციო სივრცის არანაკლებ 50% განთავსებული უნდა იყოს სხვენის ზედა ნაწილში. ვენტილაციისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გამწოვ სისტემაზე მომუშავე დანადგარები. სხვენში ასასვლელად ხშირად იყენებენ როგორც ჩვეულებრივ, ისე სპეციალურ დასაშვებ-ასაკეც კიბეს, რომელიც სხვენის იატაკშია დამონტაჟებული და ხელს უწყობს სხვენის ქვევით არსებულ სართულზე ფართობის ეკონომიას. უმეტეს შემთხვევებში, სხვენს დასაშვებ-ასაკეც კიბეებს აქვს თოკი, ზამბარის ან ჰიდრავლიკური სისტემები, რომელთა საშუალებითაც კიბეს უშვებენ და კეცავენ. ეს კიბე მზადდება ხის, ფოლადის, ალუმინის, მინის ან პლასტმასისაგან და გამოიყენება იმ სახლებში, სადაც სხვენს ძირითადად ნივთების შესანახი დანიშნულება აქვს.

სხვენი სამი ძირითადი ფორმა არსებობს: სამერცხულიანი (სახლებში რომლის სხვენს აქვს აივანი ან ტერასა); „ველუქსის“ ტიპის (ჰაერის შახტით) და ჩვეულებრივი (მანსარდით).


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები