მაგნიტური დეფექტოსკოპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მაგნიტური დეფექტოსკოპია''' – [[დეფექტოსკოპია|დეფექტოსკოპიი...)
 
(წყარო)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:დეფექტოსკოპია]]
 
[[კატეგორია:დეფექტოსკოპია]]
 +
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 13:18, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

მაგნიტური დეფექტოსკოპიადეფექტოსკოპიის მეთოდების კომპლექსი, დაფუძნებული ფერომაგნიტური მასალის ნაკეთობის (ძირითადად ფოლადის კონსტრუქციების) ირგვლივ მაგნიტური ველის გამოკვლევაზე. დეფექტების ზონებში (ბზარები, არამაგნიტური ჩანართები განლაგებული ზედაპირიდან მცირე სიღრმეზე) ხდება მაგნიტური ველის გაბნევის პარამეტრების მკვეთრი ცვლილება, დამოკიდებული დეფექტის ზომებზე, ფორმაზე, განთავსების სიღრმეზე, ორიენტაციაზე და რომლის აღმოჩენა ხორციელდება სხვადასხვა ინდიკატორით: ბზარის კიდეებზე დალექილი მაგნიტური ფხვნილით (მაგნიტურ-ფხვნილური მეთოდი), შეღებილი ფხვნილით, რომელიც რეაგირებს ულტრაიისფერ სხივებზე (მაგნიტურ-ლუმინესცენციური მეთოდი – მუქი ზედაპირის მქონე ნაკეთობებისათვის), სპეციალური მაგნიტომგრძნობიარე ელემენტით – ფეროზონდით, რომელიც აღრიცხავს სუსტ მაგნიტურ ველს ან მის გრადიენტს (ფეროზონდური მეთოდი), აგრეთვე მაგნიტური ლენტით, რომელიც ეკვრება საკონტროლო ნაკეთობის ზედაპირს და მაგნიტდება სხვადასხვა ხარისხით საღ და დეფექტურ ზონებში (მაგნიტოგრაფიკული მეთოდი). მაგნიტური დეფექტოსკოპიის ჩასატარებლად გამოიყენება მაღალი ძაბვის მაგნიტური დეფექტოსკოპი, რომელსაც აქვს მოწყობილობა საკონტროლო ნიმუშის განმაგნიტებისა.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები