ელექტროგენერატორი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:გენერატორები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:14, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ელექტროგენერატორი − (ბერძ. ḗlektron ქარვა; ოქროს და ვერცხლის შენადნობი და ლათ. generātor წარმომშობი, მწარმოებელი) – გადასატანი ან სტაციონარული მოწყობილობა, რომელშიც არაელექტრული ენერგიის სახეობა (მექანიკური, ქიმიური, სითბური) გარდაიქმნება ელექტროენერგიად. ის შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც შემცვლელი ძირითადი ელექტროხაზისა (ავარიის შემთხვევაში) ან როგორც ენერგიის მუდმივი ავტონომიური დენის წყარო; ხშირად აუცილებელი დანადგარია ელექტროშედუღებითი სამუშაოების შესრულებისას.
პირველი ელექტრომაგნიტური გენერატორი (ფარადეის დისკო), შექმნილი იყო 1831 წელს ინგლისელი მეცნიერის მაიკლ ფარადეის მიერ. გამოყენებული საწვავის სახეობის მიხედვით ელექტროგენერატორი არსებობს: ბენზინის (სიმძლავრით 2-5 კვტ), დიზელის (სიმძლავრით 60 კვტ-ზე მეტი) ან აირულ საწვავზე მომუშავე. აირული ძირითადად გამოიყენება ავარიულ სიტუაციებში, თუმცა ზოგჯერ (გაზ-სადენის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში) წარმატებით ამუშავებენ, როგორც მუდმივ დენის წყაროს, რადგანაც ექსპლუატაციაში იაფია, უსაფრთხოა და გათვლილია ხანგრძლივ მუშაობაზე.