ჩაჩქანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:CaCqani.jpg|thumb|400პქ|ჩაჩქანი]]
+
[[ფაილი:CaCqani 1.JPG|thumb|ჩაჩქანი]]
 +
'''ჩაჩქანი''' - თავის დასაცავი ინდივიდუალური საშუალება სახიფათო პირობებში მომუშავე პირებისათვის (მშენებლები, მეშახტეები, სპელეოლოგები, მაშველები, სპორტსმენები, პარაშუტისტები და ა.შ.).
  
'''ჩაჩქანი''' - საომარი თავსაბურავი. ძველ ქართველებს ჩაჩქანისათვის მასალად ხე და ტყავი, ხოლო მოგვიანებით ბრინჯაო, სპილენძი და რკინა. ქართულ საბრძოლო თავსარქმელი ძირითადად ოთხი სახისაა: ჩაჩქანი - ჯამის ფორმის, კვერცხისებური, ფაფანაკის ფორმის და ჩაბალახი - ლიტონი ჯაჭვით ნაქსოვი. ქართულ ჩაჩქანს დაბალი ჯამის (ლამბაქის) ფორმა აქვს, რომელზედაც შემოვლებულია ჩაჩქნის ზარადი (ჯაჭვის ნაქსოვი ბადე). ზარადი შესაძლოა იყოს ფარეშიანი, უფარეშო ან დადუღებული, ის იცავს სახეს, კისერს და შუბლს. გერდებზე ჩამობმული აქვს ტყავის დაწნული თასმა, რომელსაც მეომარი ბრძოლის დროს ყბის ქვეშ ამოიდებდა. არსებობდა ჩაჩქნის მეორე სახესხვაობაც, გრძელ - პირბადიანი, რომელსაც სამზერად მხოლოდ სათვალეები ჰქონდა ამოჭრილი, დანარჩენ პირსახეს ჯაჭვი ფარავდა.  
+
მშენებლებმა ჩაჩქანი გამოყენება დაიწყეს ХХ საუკუნის დასაწყისიდან. თავდაპირველად მას ამზადებდნენ [[ალუმინი]]საგან, მაგრამ მასზე მალევე თქვეს უარი, რადგან ალუმინი ელექტრობის კარგი გამტარია და დაიწყეს მისი დამზადება მინაბოჭკოსაგან; 1970 წლებიდან კი ჩაჩქანებისათვის მოიხმარება [[პოლიეთილენი]]ს პლასტიკები. [[მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)|მშენებლობა]]ზე მნიშვნელობა აქვს ჩაჩქანის ფერს: თეთრი – ხელმძღვანელი მუშაკებისათვის, წითელი – სამუშაოთა მწარმოებლებისა და ოსტატებისათვის, ხოლო ყვითელი და ნარინჯისფერი – მუშებისა და უმცროსი მომსახურე პერსონალისათვის.
  
ჩაჩქანის დამზადების ტექნოლოგია უკანასკნელ დრომდე მხოლოდ ხევსურეთმა შემოინახა, მჭედელი ჩაჩქნის ჯამის რკინას გრდემლზე კვერით გაასწორებდა, შემდეგ ხის ფარგლით შემოხაზავდა და თარგის საშუალებით მრგვალ საჩაჩქნეს გამოჭრიდა, რომელსაც რკინის მორგვზე კვერის დარტყმით თანდათან მისცემდა ჯამის ფორმას. ამის შემდეგ ჩაჩქანს გარე წრესთან სახვრეტათი დახვრეტდა, ჯაჭვის სხმულის (ზარადის) ჩასამაგრებლად. ზოგ ჩაჩქანს ზევიდან გადააკრავდნენ ვერცხლის არშიას და შუაში უკეთებდნენ „უსმარს“ (სამსჭვალს).  
+
ჩაჩქანი მზადდება ორი ზომის: I – 54-58 სმ-მდე და II – 58-62 სმ-მდე. დამკვეთის მოთხოვნით შეიძლება უფრო დიდი ზომის (62-64 სმ) ჩაჩქანის დამზადებაც.
  
ჩაჩქნის დახურვა შიშველ თავზე არ იყო გამართლებული, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგისაგან მოხვედრილი იარაღი, მებრძოლს სასიკვდილოდ თუ არა, ისე მაინც „დაჟეჟავდა“. ამიტომ საჭირო იყო ჩაჩქნის ქვეშ ნაბდის დაგება. აღმოსავლეთ საქართველოში ჩაჩქნის ნაბდად, თუშურ ქუდსაც ხმარობდნენ. ქართულ ხალხურ პოეზიაში ხშირად არის ნახსენები ჩაჩქანი, მაგ.: „ელვა დგას ჩაჩქნებისაო“, ან „საჩქაროდ გადაიხურა ჩაჩქანი ზარადიანი“. ტერმინი „ჩაჩქანი“ ქართული უნდა იყოს, ვინაიდან ზმნა „ჩეჩქვასთან“ არის დაკავშირებული. მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურულ ხალხს გააჩნია თავისი საკუთარი ფორმის საბრძოლო თავსაბურავი.
 
  
ასეთი დაბალჯამიანი ფორმის ჩაჩქანი ტიპურია საქართველოსათვის და მისი გავრცელების სათავეც აქაა საგულვებელი.
 
  
== ლიტერატურა ==
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[[მეომრის ჩაჩქანი]]
  
კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი, მ.მ. ტXIX-A, XIX-B. 1957. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტIII-IV 1964. მ.ქ.
+
==წყარო==
 
+
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
== წყარო ==
+
[[კატეგორია:შრომის უსაფრთხოება‏‎]]
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
+
[[კატეგორია:ინდივიდუალური დამცავი საშუალებები‏‎]]
 
+
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]][[კატეგორია:მეომართა სამოსი]]
+

მიმდინარე ცვლილება 15:21, 17 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ჩაჩქანი

ჩაჩქანი - თავის დასაცავი ინდივიდუალური საშუალება სახიფათო პირობებში მომუშავე პირებისათვის (მშენებლები, მეშახტეები, სპელეოლოგები, მაშველები, სპორტსმენები, პარაშუტისტები და ა.შ.).

მშენებლებმა ჩაჩქანი გამოყენება დაიწყეს ХХ საუკუნის დასაწყისიდან. თავდაპირველად მას ამზადებდნენ ალუმინისაგან, მაგრამ მასზე მალევე თქვეს უარი, რადგან ალუმინი ელექტრობის კარგი გამტარია და დაიწყეს მისი დამზადება მინაბოჭკოსაგან; 1970 წლებიდან კი ჩაჩქანებისათვის მოიხმარება პოლიეთილენის პლასტიკები. მშენებლობაზე მნიშვნელობა აქვს ჩაჩქანის ფერს: თეთრი – ხელმძღვანელი მუშაკებისათვის, წითელი – სამუშაოთა მწარმოებლებისა და ოსტატებისათვის, ხოლო ყვითელი და ნარინჯისფერი – მუშებისა და უმცროსი მომსახურე პერსონალისათვის.

ჩაჩქანი მზადდება ორი ზომის: I – 54-58 სმ-მდე და II – 58-62 სმ-მდე. დამკვეთის მოთხოვნით შეიძლება უფრო დიდი ზომის (62-64 სმ) ჩაჩქანის დამზადებაც.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

მეომრის ჩაჩქანი

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები