პოლიეთილენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიეთილენის გრანულები

პოლიეთილენითერმოპლასტიკური პლასტმასი, რომელიც მიიღება ეთილენის პოლიმერისგან. იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული პლასტიკია (ქიმიური ფორმულა – (C2H4)n). წარმოადგენს თეთრი ფერის ცვილისმაგვარ მასას (თხელი ფურცლები გამჭვირვალე და უფეროა), კარგი იზოლატორია, ყინვა- და დარტყმამედეგია, გახურებისას რბილდება (80-120°C), გაცივებისას მყარდება, აქვს ადჰეზიის ძალიან დაბალი უნარი. მომხმარებელს მიეწოდება გრანულების სახით. ცხოვრებაში აიგივებენ ცელოფანთან, რაც მცდარი შეხედულებაა. პოლიეთილენზე არ მოქმედებს წყალი, ტუტეები, მარილები – გარდა აზოტმჟავასი და თხევადი ან აქროლადი ქლორისა და ფთორისა.

პოლიეთილენი არსებობს სამი სახის: მაღალი, საშუალო და დაბალი წნევით მიღებული. დაბალი წნევის პოლიეთილენი გამოიყენება ნარჩენების გადასამუშავებელი პოლიგონის მშენებლობაზე ნიადაგის დაბინძურებისგან დასაცავად, აგრეთვე წყალ და გაზმომარაგების, საკანალიზაციო მილების წარმოებაში, დრენაჟის მოსაწყობად, ელექტროსაიზოლაციო მასალებისთვის, ნავებისა და ყველგანმავლების კორპუსების დასამზადებლად და სხვ.; საშუალო წნევით მიღებული – ჩვეულებრივი და თერმულადშეკლებადი აფსკების, ტომრების, ხელჩანთებისა და ხრახნიანი თავსახურავების დასამზადებლად; მაღალი წნევით მიღებული – შესაფუთ მასალად.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები