თერმოპლასტიკური პლასტმასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თერმოპლასტიკური პლასტმასიპლასტმასის სახეობა, რომელიც გახურებისას რბილდება, ხოლო გაცივებისას გადადის მყარ მდგომარეობაში. ასეთი პლასტმასი ადვილად ჯირჯვდება და იხსნება სხვადასხვა ორგანულ გამხსნელში. მშენებლობაში გამოყენებული თერმორეაქტიული პლასტმასის სახეებია: პოლიმეთილმეტაკრილატი (ორგანული მინა, პლეკსიგლასი), ვინიპლასტი, პოლისტირენი, პოლიეთილენი, დაბალი და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი, ნეილონი, აცეტილცელულოზა, პოლივინილაცეტატი, აცეტალთანაპოლიმერი, პოლიტეტრაფთორეთილენი, აკრილნიტრილბუტადიენსტირენი, პოლივინილფთორიდი, პოლიკარბონატი, ეთილცელულოზა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები