პოლიკარბონატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერადი უჯრედოვანი პოლიკარბონატი

პოლიკარბონატითერმოპლასტიკური პლასტმასი, რომელიც მიიღება ფენოლისა და აცეტონის კონდენსატის ბისფენოლ A-სთან სინთეზით. მიღებული იქნა 1953 წელს გერმანელი გერმან შნელისა და ამერიკელი დენიელ ფოკსის მიერ (ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად), ხოლო მისი სამრეწველო წარმოება უჯრედოვანი გამჭვირვალე ფურცლოვანი პოლიკარბონატის სახით 1976 წელს დაიწყეს ისრაელში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათბურების გადასახურად).

მაღალი სიმტკიცისა და დარტყმითი სიბლანტის გამო პოლიკარბონატს იყენებენ მრეწველობის სხვადასხვა დარგში კონსტრუქციულ მასალად; ხშირად მისი მექანიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ამატებენ მინაბოჭკოს; ფურცლოვან-ფოროვან ხისტ კომპოზიტურ პოლიკარბონატს დიდი გამოყენება აქვს მშენებლობაში შუქგამტარი მასალის სახით. აგრეთვე, ლინზების, სათვალეების, კომპაქტ-დისკების, შუქფარნების, კომპიუტერების, შუქტექნიკური ნაკეთობების და სხვ. დასამზადებლად.

ტექნიკური მახასიათებლები:
სიმკვრივე – 1,2 გ/სმ3;
სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 65-70 მპა;
სიმტკიცის ზღვარი ღუნვაზე – 95 მპა;
დარტყმითი სიბლანტე – >20 კჯ ტემპერატურის ყველა დიაპაზონში;
გამინების ტემპერატურა – 150°C;
დარბილების ტემპერატურა – 220-230°C;
სამუშაო ტემპერატურა – –50°C-დან +120°C-მდე;
უჯრედოვანი პოლიკარბონატის სისქე – 4-30 მმ;
თბომედეგობა – დამუშავების ტემპერატურა +280°C-დან +310°C-მდე;
თბოგადაცემის კოეფიციენტი – 1,4-4,1 ვტ/(მ·K);
თბოგამტარობა – 0,2 ვტ/(მ·K);
თბომედეგობა – 150-155°C (ვიკის მიხედვით);
შუქგამტარობა – 90 ± 1%;
შუქის გარდატეხის მაჩვენებელი – 1,585 ± 0,001%;
ძაბვა დენადობის ზღვარზე – 55-65 მპა;
დრეკადობის მოდული გაჭიმვისას – 2300-2400 მპა;
დრეკადობის მოდული ღუნვისას – 2250 მპა;
წაგრძელება დენადობის საზღვარზე - 6-7%;
მაქსიმალური წყალშთანთქმა 25°C-ზე მასის მიხედვით – 0,36%;
წყალშთანთქმა წონასწორული 20°C-ზე მასის მიხედვით – 0,2% (ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 50%);
ექსპლუატაციის ხანგრძლივობა – 10 წელი;
ცეცხლმედეგობის მიხედვით მიეკუთვნება B1 კლასის მასალას (DIN 4102);
ბგერის ტალღის ჩაქრობის მაჩვენებელი – 10-21 დეციბელი (16 მმ სისქის პოლიკარ-ბონატისათვის).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები