აშურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აშურა''' — უძველესი მუსლიმანური დღესასწაული, რომელიც მაჰმ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:მუსლიმანური დღესასწაულები]] | [[კატეგორია:მუსლიმანური დღესასწაულები]] | ||
| + | [[კატეგორია:დღესასწაულები]] | ||
12:21, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია
აშურა — უძველესი მუსლიმანური დღესასწაული, რომელიც მაჰმადიანური კალენდრით აშურის მთვარის მეათე-მეთორმეტე დღეს ტარდებოდა, დღესასწაულზე ამ სახელწოდების წვნიან კერძს ამზადებდნენ. კერძი სადღესასწაულო კულინარიის ნაწილი იყო, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახის შერეული მარცვლეული, ინგრედიენტი – სიმინდი, ბრინჯი, ხორბალი, ქერი, ღომი, ლობიო, ნიგოზი, ქინძის თესლი შედიოდა. აშურა აჭარის მაჰმადიანური მოსახლეობისათვის იყო დამახასიათებელი. კერძში ხურდა ფულს ყრიდნენ და მიაჩნდათ, რომ ვისაც საჭმელში ეს ფული შეხვდებოდა, მას სიმდიდრე არ მოაკლდებოდა. ამ კერ ძს „აშურა შორვას” უწოდებდნენ;