სეისმომედეგი მშენებლობა
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:სეისმოდაცვა]] | [[კატეგორია:სეისმოდაცვა]] | ||
| + | [[კატეგორია:სამშენებლო დისციპლინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:26, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
სეისმომედეგი მშენებლობა – სამშენებლო ტექნიკის დარგი, რომელიც ითვალისწინებს შენობა-ნაგებობათა სიმტკიცისა და მდგრადობის შენარჩუნებას 7-, 8- და 9 ბალიანი (12 ბალიანი სეისმური სკალით) მიწისძვრის დროს. სეისმომედეგი მშენებლობის ნორმატიულ დოკუმენტებში მოცემულია სეისმურ რაიონებში მშენებლობის ძირითადი პირობები: შენობის გეგმის სიმარტივე და სიმეტრიულობა, შენობის მასის სიმცირე, მისი სიმძიმის ცენტრის დაბალი მდებარეობა, ნაგებობათა მასისა და სისტემის თანაბარსიმეტრიული განაწილება, მზიდი ელემენტების დიდი დასაშვები მოქნილობა და მათი ურთიერთშეერთების ადგილებში (კვანძებში) პლასტიკური დეფორმაციების განვითარების შესაძლებლობა; შენობის შეზღუდული სართულიანობა, განივი მზიდი კედლების ურთიერთდაშორება, შუაკედლებისა და ღიობების ზომები, სართულის სიმაღლისა და კედლის სისქის თანაფარდობა; საკედლე მასალასა და დუღაბს შორის მაღალი შეჭიდულობის უზრუნველყოფა, კედლების ურთიერთგადაკვეთის ადგილებში წყობის დაარმატურება, კედლების გასწვრივ შეკრულკონტურიანი რკინაბეტონის სარტყელების მოწყობა და მათთან სართულთშორისი გადახურვების საიმედოდ შეერთება. მრავასართულიან კარკასულ შენობებში კარგ შედეგებს იძლევა გრძივი და განივი ანტისეისმური დიაფრაგმების მოწყობა.