ეროუ კენეთ ჯოზეფი
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Erow.PNG|thumb|მარცხნივ|200პქ]|ეროუ კენეთ ჯოზეფი]] '''ეროუ კენეთ ჯო...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კენეთ ჯოზეფ ეროუ“ გადაიტანა გვერდზე „ეროუ კენეთ ჯოზეფი“ გადამ...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 16:08, 6 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
ეროუ კენეთ ჯოზეფი (დაბ. 1921) (Arrow Kennet J.) - ამერიკელი ეკონომისტი, ჯონ ჰიკსთან ერთად ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1972). განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ეკონომეტრიკის განვითარებაში. მისი ნაშრომები ძირითადად ეძღვნება საყოველთაო წონასწორობის სისტემის ანალიზს. ნაშრომში „საზოგადოებრივი არჩევანი და ინდივიდუალური ფასეულობები” (1951) განიხილა კეთილდღეობის ეკონომიკური თეორიის დილემა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელთა სუვერენიტეტის პირობებში შეუძლებელია განსაზღვრო ინდივიდუალური პრიორიტეტების შესაბამისი საზოგადოებრივი პრიორიტეტები. ამიტომ შეუძლებელია საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფუნქციის შემუშავება, რომელიც პოზიტიურად დაკავშირებული იქნება ინდივიდუალურ არჩევანთან. საზოგადოებას არ შეუძლია შეიმუშაოს კოლექტიური შეხედულება იმის შესახებ, თუ რა სურს მას. ეროუს ძირითადი ნაშრომებია: „გამოკვლევა წარმოებისა და მარაგების მათემატიკურ თეორიაში” (1958), „ნარკვევები რისკის თეორიაში” (1970), „კონკურენციის ზოგადი ანალიზი” (1971) (ფრენკ ჰანთან ერთად) და ა.შ.