ეროუ კენეთ ჯოზეფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეროუ კენეთ ჯოზეფი“ გადაიტანა გვერდზე „კენეთ ჯოზეფ ეროუ“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კენეთ ჯოზეფ ეროუ“ გადაიტანა გვერდზე „ეროუ კენეთ ჯოზეფი“ გადამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:08, 6 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ეროუ კენეთ ჯოზეფი

ეროუ კენეთ ჯოზეფი (დაბ. 1921) (Arrow Kennet J.) - ამერიკელი ეკონომისტი, ჯონ ჰიკსთან ერთად ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1972). განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ეკონომეტრიკის განვითარებაში. მისი ნაშრომები ძირითადად ეძღვნება საყოველთაო წონასწორობის სისტემის ანალიზს. ნაშრომში „საზოგადოებრივი არჩევანი და ინდივიდუალური ფასეულობები” (1951) განიხილა კეთილდღეობის ეკონომიკური თეორიის დილემა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელთა სუვერენიტეტის პირობებში შეუძლებელია განსაზღვრო ინდივიდუალური პრიორიტეტების შესაბამისი საზოგადოებრივი პრიორიტეტები. ამიტომ შეუძლებელია საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფუნქციის შემუშავება, რომელიც პოზიტიურად დაკავშირებული იქნება ინდივიდუალურ არჩევანთან. საზოგადოებას არ შეუძლია შეიმუშაოს კოლექტიური შეხედულება იმის შესახებ, თუ რა სურს მას. ეროუს ძირითადი ნაშრომებია: „გამოკვლევა წარმოებისა და მარაგების მათემატიკურ თეორიაში” (1958), „ნარკვევები რისკის თეორიაში” (1970), „კონკურენციის ზოგადი ანალიზი” (1971) (ფრენკ ჰანთან ერთად) და ა.შ.





[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები