ფირმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ბიზნესი]] | [[კატეგორია:ბიზნესი]] | ||
| + | [[კატეგორია:კომერციული ორგანიზაცია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:05, 15 იანვარი 2023 მდგომარეობით
ფირმა - (firm, იტალ. firma), ბიზნესის აბსტრაქტული ერთეული, მეწარმეობის ყველაზე ზოგადი სახელწოდება, მისი სიდიდის, ორგანიზაციული თუ საკუთრების ფორმის მიუხედავად. არსებობს ფირმის სამი სახე:
- ერთპიროვნული
- პარტნიორული
- კორპორაციული
ფირმების უმეტესი ნაწილი შექმნილია ერთპიროვნული საკუთრების საფუძველზე, ხოლო პროდუქციის ძირითად მასას კორპორაციები აწარმოებენ. მაგ., აშშ-ში ერთპიროვნულ ფირმებზე მოდის ფირმების მთელი რაოდენობის 77%, პარტნიორულზე - 8%, ხოლო კორპორაციებზე - 15%, მაშინ როდესაც კორპორაციები ქმნიან მთლიანი ეროვნული პროდუქტის 85%-ს, ხოლო ერთპიროვნული ფირმები - მხოლოდ 10%-ს.