გაბადაძე სიმონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გაბადაძე სიმონი''' − (1792-1855), მღვდელი. დაიბადა საეკლესიო ყმის ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაბადაძე სიმონი“ გადაიტანა გვერდზე „სიმონ გაბადაძე“) |
18:16, 18 იანვარი 2023-ის ვერსია
გაბადაძე სიმონი − (1792-1855), მღვდელი. დაიბადა საეკლესიო ყმის ოჯახში. ეკუთვნოდა საერო წოდებას. ქართულ ენაზე საღმრთო წერილი და საეკლესიო ტიპიკონი სოფელ წნორისში წმ. გიორგის ტაძრის მღვდელ ბართლომე გოჩალაშვილთან ისწავლა. 1814 წ. გაენათელმა მიტროპოლიტმა წმ. ექვთიმემ (ეფთვიმე შერვაშიძე, 1726-1822) მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ გურნის წმ. გიორგის ტაძარში დაადგინა. შეთავსებით მსახურობდა სოფელ ძმუისის წმ. გიორგის ტაძარშიც.