ტიპიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიპიკონი – („განგებაჲ“, „წესი და განგებაჲ“, „განწესება“, „საეკლესიო განწესებაჲ“), საეკლესიო-სამონასტრო წესდება, რომელშიც აღნუსხული იყო ღვთისმსახურების გარკვეული და ყველასთვის სავალდებულო წესი.

ტიპიკონის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, რომელი ეკლესიისა თუ მონასტრის პრაქტიკას უერთდებოდა ესა თუ ის ერი. ტიპიკონებში დაცულია საგულისხმო ისტორიული ცნობები და ენობრივი მასალა. ძველ საქართველოში არსებული მრავალი მონასტრის ტიპიკონთან ჩვენამდე ასე თუ ისე სრულად მოაღწია ვაჰანის ქვაბთა XIII ს. „განგებამ“ (გამოიცა 1939). ქრისტიანულ ქვეყნებში არსებობდა დიდგვარიანთაგან მონასტერთა აშენება-გამშვენების პრაქტიკა. ასე წარმოიშვა ქტიტორული მონასტრები ამ მონასტრებს თვით მაშენებელნი განუჩენდნენ ხოლმე ტიპიკონს. ასეთია ბულგარეთში მდებარე პეტრიწონი, ქართველი მოღვაწის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ აგებული (პეტრიწონის წესდება 1971 წ. გამოიცა).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები