გერგეტი
(ახალი გვერდი: '''გერგეტი''' – სოფელი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''გერგეტი''' – სოფელი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია), მდებარეობს მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. | '''გერგეტი''' – სოფელი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია), მდებარეობს მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. | ||
| − | გერგეტი ისტორიული ხევის ერთ-ერთი ძველი დასახლებაა, გაშენებულია დარიალის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის გასწვრივ. იგი ჩართული იყო ხევის თავდაცვით სისტემაში, იცავდა დარიალის გზას. აქა-იქ დღესაც შემორჩენილია XVII-XVIII სს. კოშკური სახლები. გერგეტი და მისი სამების ტაძარი არა მარტო [[ხევი |ხევი]]სა და [[მთიულეთი]]ს, არამედ ჩრდილოკავკასიელ ქრისტიანთა კულტურულ-რელიგიური ცენტრიც იყო. გერგეტის მიდამოებში არაერთი საინტერესო ისტორიული ადგილია. [[მყინვარწვერი]]ს კალთაზე ბერების [[სავანე]] – ბეთლემია; სოფლის გზის პირას ძევს დიდი ლოდი (დიდქვა), მასთან სრულდებოდა საახალწლო რიტუალი; სოფელთან ახლოს არის „კალატაის წყარო“ (კალატოზის წყარო), ხალხური გადმოცემით, რომელსაც, „სამების“ მშენებელი კალატოზები იყენებდნენ. სოფლის დასავლეთით, წმ. სამების გზის პირას, ფერდობზე დგას სუჯაშვილებისად წოდებული მცირე დარბაზული ეკლესია (სუჯაშვილი [[ერეკლე II]]- ის დროს ამ ეკლესიის [[მღვდელი]] იყო). სოფლის მახლობლად (ადგილი „სათიკნიაი“) ორი [[კოშკი]] იდგა. მათ ნანგრევებზე შემდეგ ქალთა სალოცავი მოუწყვიათ. ადგილ „ლიჯეში“ (სოფლის საძოვარი მთა), ანუ „მარიამწმიდის კარში“ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ [[ასკეტი]] [[ბერი|ბერები]]. აქვე მდგარა კოშკი „მეჯოგის ციხე“, რომელსაც იყენებდნენ მომხდური ქისტებისაგან ჯოგის დასაცავად. გერგეტის მიდამოებშია ქვიშაქვიანი უდაბნო „ნაბერალნი“, რ-საც საძოვრად იყენებდნენ. გადმოცემით, აქ მდგარა მცირე ეკლესია, საცხოვრებელი ქოხები და ქვის ჯვარი. ადგილობრივ მცხოვრებთა რწმენით, ჯვარი აქ [[ანდრია პირველწოდებული|ანდრია პირველწოდებულს]] დაუდგამს. ტყის მახლობლად არის ადგილი „სალუდე კარი“. აქ, გამოქვაბულში, ინახებოდა სპილენძის დიდი [[ქვაბი]], რომელშიც საახალწლოდ [[ლუდი|ლუდს]] ხარშავდნენ. სოფლის მიდამოებში (ადგილი „საბროლიაი“) მოიპოვება მთის ბროლი. | + | გერგეტი ისტორიული ხევის ერთ-ერთი ძველი დასახლებაა, გაშენებულია დარიალის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის გასწვრივ. იგი ჩართული იყო ხევის თავდაცვით სისტემაში, იცავდა დარიალის გზას. აქა-იქ დღესაც შემორჩენილია XVII-XVIII სს. კოშკური სახლები. გერგეტი და მისი [[გერგეტის სამება|სამების]] ტაძარი არა მარტო [[ხევი |ხევი]]სა და [[მთიულეთი]]ს, არამედ ჩრდილოკავკასიელ ქრისტიანთა კულტურულ-რელიგიური ცენტრიც იყო. გერგეტის მიდამოებში არაერთი საინტერესო ისტორიული ადგილია. [[მყინვარწვერი]]ს კალთაზე ბერების [[სავანე]] – ბეთლემია; სოფლის გზის პირას ძევს დიდი ლოდი (დიდქვა), მასთან სრულდებოდა საახალწლო რიტუალი; სოფელთან ახლოს არის „კალატაის წყარო“ (კალატოზის წყარო), ხალხური გადმოცემით, რომელსაც, „სამების“ მშენებელი კალატოზები იყენებდნენ. სოფლის დასავლეთით, წმ. სამების გზის პირას, ფერდობზე დგას სუჯაშვილებისად წოდებული მცირე დარბაზული ეკლესია (სუჯაშვილი [[ერეკლე II]]- ის დროს ამ ეკლესიის [[მღვდელი]] იყო). სოფლის მახლობლად (ადგილი „სათიკნიაი“) ორი [[კოშკი]] იდგა. მათ ნანგრევებზე შემდეგ ქალთა სალოცავი მოუწყვიათ. ადგილ „ლიჯეში“ (სოფლის საძოვარი მთა), ანუ „მარიამწმიდის კარში“ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ [[ასკეტი]] [[ბერი|ბერები]]. აქვე მდგარა კოშკი „მეჯოგის ციხე“, რომელსაც იყენებდნენ მომხდური ქისტებისაგან ჯოგის დასაცავად. გერგეტის მიდამოებშია ქვიშაქვიანი უდაბნო „ნაბერალნი“, რ-საც საძოვრად იყენებდნენ. გადმოცემით, აქ მდგარა მცირე ეკლესია, საცხოვრებელი ქოხები და ქვის ჯვარი. ადგილობრივ მცხოვრებთა რწმენით, ჯვარი აქ [[ანდრია პირველწოდებული|ანდრია პირველწოდებულს]] დაუდგამს. ტყის მახლობლად არის ადგილი „სალუდე კარი“. აქ, გამოქვაბულში, ინახებოდა სპილენძის დიდი [[ქვაბი]], რომელშიც საახალწლოდ [[ლუდი|ლუდს]] ხარშავდნენ. სოფლის მიდამოებში (ადგილი „საბროლიაი“) მოიპოვება მთის ბროლი. |
გერგეტში 1903 წ. [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოება]]მ გახსნა პირველდაწყებითი ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. 1909 წ. დაისვა საკითხი ამ სკოლის სამაზრო სკოლად გადაკეთების თაობაზე. სკოლა გაიხსნა 1910 წ. 2 სექტემბერს და მიიღეს 38 მოსწავლე. პირველი მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი. 1914 წლისთვის სკოლაში სამი განყოფილება იყო და უკვე 110 მოსწავლე სწავლობდა. 1915 წ. სკოლა ოთხი განყოფილებისგან სკოლის [[შენობა]] შედგებოდა. ერთსართულიანია, ოთხოთახიანი. ამჟამად მასში საბავშვო ბაღია განთავსებული. | გერგეტში 1903 წ. [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოება]]მ გახსნა პირველდაწყებითი ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. 1909 წ. დაისვა საკითხი ამ სკოლის სამაზრო სკოლად გადაკეთების თაობაზე. სკოლა გაიხსნა 1910 წ. 2 სექტემბერს და მიიღეს 38 მოსწავლე. პირველი მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი. 1914 წლისთვის სკოლაში სამი განყოფილება იყო და უკვე 110 მოსწავლე სწავლობდა. 1915 წ. სკოლა ოთხი განყოფილებისგან სკოლის [[შენობა]] შედგებოდა. ერთსართულიანია, ოთხოთახიანი. ამჟამად მასში საბავშვო ბაღია განთავსებული. | ||
20:36, 25 იანვარი 2023-ის ვერსია
გერგეტი – სოფელი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია), მდებარეობს მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე.
გერგეტი ისტორიული ხევის ერთ-ერთი ძველი დასახლებაა, გაშენებულია დარიალის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის გასწვრივ. იგი ჩართული იყო ხევის თავდაცვით სისტემაში, იცავდა დარიალის გზას. აქა-იქ დღესაც შემორჩენილია XVII-XVIII სს. კოშკური სახლები. გერგეტი და მისი სამების ტაძარი არა მარტო ხევისა და მთიულეთის, არამედ ჩრდილოკავკასიელ ქრისტიანთა კულტურულ-რელიგიური ცენტრიც იყო. გერგეტის მიდამოებში არაერთი საინტერესო ისტორიული ადგილია. მყინვარწვერის კალთაზე ბერების სავანე – ბეთლემია; სოფლის გზის პირას ძევს დიდი ლოდი (დიდქვა), მასთან სრულდებოდა საახალწლო რიტუალი; სოფელთან ახლოს არის „კალატაის წყარო“ (კალატოზის წყარო), ხალხური გადმოცემით, რომელსაც, „სამების“ მშენებელი კალატოზები იყენებდნენ. სოფლის დასავლეთით, წმ. სამების გზის პირას, ფერდობზე დგას სუჯაშვილებისად წოდებული მცირე დარბაზული ეკლესია (სუჯაშვილი ერეკლე II- ის დროს ამ ეკლესიის მღვდელი იყო). სოფლის მახლობლად (ადგილი „სათიკნიაი“) ორი კოშკი იდგა. მათ ნანგრევებზე შემდეგ ქალთა სალოცავი მოუწყვიათ. ადგილ „ლიჯეში“ (სოფლის საძოვარი მთა), ანუ „მარიამწმიდის კარში“ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ასკეტი ბერები. აქვე მდგარა კოშკი „მეჯოგის ციხე“, რომელსაც იყენებდნენ მომხდური ქისტებისაგან ჯოგის დასაცავად. გერგეტის მიდამოებშია ქვიშაქვიანი უდაბნო „ნაბერალნი“, რ-საც საძოვრად იყენებდნენ. გადმოცემით, აქ მდგარა მცირე ეკლესია, საცხოვრებელი ქოხები და ქვის ჯვარი. ადგილობრივ მცხოვრებთა რწმენით, ჯვარი აქ ანდრია პირველწოდებულს დაუდგამს. ტყის მახლობლად არის ადგილი „სალუდე კარი“. აქ, გამოქვაბულში, ინახებოდა სპილენძის დიდი ქვაბი, რომელშიც საახალწლოდ ლუდს ხარშავდნენ. სოფლის მიდამოებში (ადგილი „საბროლიაი“) მოიპოვება მთის ბროლი.
გერგეტში 1903 წ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გახსნა პირველდაწყებითი ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. 1909 წ. დაისვა საკითხი ამ სკოლის სამაზრო სკოლად გადაკეთების თაობაზე. სკოლა გაიხსნა 1910 წ. 2 სექტემბერს და მიიღეს 38 მოსწავლე. პირველი მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი. 1914 წლისთვის სკოლაში სამი განყოფილება იყო და უკვე 110 მოსწავლე სწავლობდა. 1915 წ. სკოლა ოთხი განყოფილებისგან სკოლის შენობა შედგებოდა. ერთსართულიანია, ოთხოთახიანი. ამჟამად მასში საბავშვო ბაღია განთავსებული.
კ. კახაძე
თ. ჩიმაკაძე
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.