გურამიშვილი მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურამიშვილი მამუკა“ გადაიტანა გვერდზე „მამუკა გურამიშვილი“)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გურამიშვილი მამუკა''' – (XVIII ს), ვახტანგ მეექვსის ლიტერატურული წრის წევრის, ირიცხებოდა მისსავე ამალაში, რომელიც
+
'''გურამიშვილი მამუკა''' – (XVIII ს.), პოეტი. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. ყოფა-ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი გადმოცემულია [[დიმიტრი სააკაძე|დიმიტრი სააკაძის]] ლექსებში, მისი თხზულებები კი [[გიორგი ავალიშვილი|გიორგი ავალიშვილმა]] შემოგვინახა. მათი მეშვეობით ირკვევა, რომ მ. გურამიშვილი  XVIII ს. II ნახევრის მოღვაწეა. ცხოვრობდა [[ვახტანგ VI]]-ის ამალის წევრებთან ერთად [[რუსეთი|რუსეთში]] – ხან მოსკოვში, პრესნიასა და ვსესვიატსკოეში, ხან კიდევ სანქტ-პეტერბურგში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა [[მირიან ბატონიშვილი|მირიან ბატონიშვილთან]], დიმიტრი სააკაძესა და [[დიმიტრი ბაგრატიონი (პოეტი)|დიმიტრი ბაგრატიონთან]].
1724 წელს [[რუსეთი|რუსეთში]] წავიდა და ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში; დაახლოებული იყო ვახტანგ VI-ის თანმხლებ ემიგრანტ მწერლებთან: დიმიტრი სააკაძესა და [[დიმიტრი ბაგრატიონი (პოეტი)|დიმიტრი ბაგრატიონთან]]; მამუკას დიდი პოეტური მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, ჩვენამდე მოაღწია მისმა სამიოდე ლექსმა, რომლებიც [[გიორგი ავალიშვილი]]ს ანთოლოგიამ შემოგვინახა, ერთ-ერთი მათგანია, [[მირიან ბატონიშვილი]]ს დაკვეთით დაწერილი, [[დავით გურამიშვილი]]ს მიბაძვით შეთხზული ვრცელი ლექსი „მზეთა-მზე”, მასვე ეკუთვნის მირიან და დიმიტრი ბატონიშვილებისადმი მიძღვნილი ლექსები („იქმენ მშვიდ” და
+
 
უსათაურო სახოტბო ლექსი), რასაც აშკარად ეტყობა დავით გურამიშვილის ზეგავლენა; გარდაიცვალა მოსკოვში (პრესნაში).
+
მ. გურამიშვილი სანქტ-პეტერბურგში დუხჭირი და მოსაწყენ ყოფაში თავს იმით ირთობდა, რომ [[არაგვის ერისთავი]]ს ასულ როდამს დილიდანვე ნარდს ეთამაშებოდა, ისიც მონაწილეობდა იმ კინკლაობასა და მომდურაობაში, რაც [[ქართველები|ქართველი]] ღარიბი ემიგრანტებისთვის უცხო არ იყო.
 +
 
 +
მ. გურამიშვილის შემოქმედება განისაზღვრება სამი ლექსით, რომლებიც გ. ავალიშვილის ანთოლოგიითაა მოღწეული. ერთია 7-სტროფიანი ლექსი „კაფლანის კაბის მაგიერი“. მასში ჯერ შექებულია ქველი ვაჟკაცი, რომლის ფიზიკური სიძლიერე, განსწავლულობა და სიბრძნე აღმატებული ფერებით არის დახატული, შემდეგ საუბარია „კაფლანის კაბაზე", რომელსაც რაღაც ზიანი მოუტანია. ავტორი, როგორც ჩანს, ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების რომელიღაც ეპიზოდს ეხმიანება. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ლექსი მირიან ბატონიშვილს ეძღვნება.
 +
 
 +
მ. გურამიშვილის დანარჩენი ლექსები სასულიერო შინაარსისაა. ერთი, სამსტროფიანი, დიმიტრი ბაგრატიონის ლექსებშია ჩართული და სათაურად აქვს: „თავადისა მამუკა გურამის შვილისა მიერ თქმული“. მასში მ. გურამიშვილი [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] სწავლებას, ამქვეყნიური ცხოვრების წარმავლობას, სიმშვიდეს, სიწმინდეს, სიკეთესა და მიმტევებლობას ქადაგებს.
 +
 
 +
მეორე ვრცელია და [[დავით გურამიშვილი]]ს ნაწარმოების, „მზეთა-მზის შესხმის“ მიხედვითაა დაწერილი. აქაც „მზეთა-მზე“ ღვთის სიმბოლური სახეა და მთელი თხზულება მის ქებას ეძღვნება. თუ დავითის ლექსი შვიდი 14-მარცვლოვანი სტრიქონისგან შედგება, მამუკასი – 296 სტრიქონს შეიცავს. სტროფებად დალაგებული არ არის და თავიდან ბოლომდე იმეორებს დავითის ლექსის როგორც ფორმას, ისე მის შინაარსობრივ ქარგას.
 +
 
 +
ცალკეული ბიბლიური ამბების გახსენებითა და დამოწმებით მრავალ რჩევა-დარიგებასა და შეგონებას იძლევა. გმობს ქრისტიანულ მცნებათაგან განდგომას, [[კერპთაყვანისმცემლობა]]ს, ურწმუნოებას, სიძულვილს, მტრობას, ურთიერთგაუტანლობას, სიბილწეს, ტყუილს, ცრუფიცს, სიხარბესა და ა.შ. საპირისპიროდ, ქადაგებს: ღვთისმოსაობას, ეკლესიისა და სამღვდელოებისადმი მორჩილებას და პატივისცემას, სიყვარულს, კეთილგანწყობას, ურთიერთგამტანობას, გონიერებას, სიბრძნესა და განათლებას, მოსმენას, სულის სისპეტაკეს, [[მარხვა]]სა და [[ლოცვა]]ს, მოთმინებას, [[ცოდვა|ცოდვების]] მონანიებას, [[ნათლისღება]]ს და ა.შ.
 +
 
 +
დასასრულს ავტორი იუწყება, რომ ეს ნაწამოები მირიან ბატონიშვილის დავალებით არის შექმნილი.
  
  
ხაზი 22: ხაზი 32:
 
::ვინც არის ჩემი მზეთა მზე, მოდი, გეტყოდეო:
 
::ვინც არის ჩემი მზეთა მზე, მოდი, გეტყოდეო:
 
::ღმერთია ყოვლის მპყრობელი უკუნისამდეო.
 
::ღმერთია ყოვლის მპყრობელი უკუნისამდეო.
 +
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* დარჩია ბ., მამუკა გურამიშვილი, თბ., 2005;
 +
* კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1981;
 +
* რუხაძე ტ., XVIII საუკუნის ქართული ემიგრანტული პოეზიის ისტორიიდან, თსუ შრომები, X, 1939;
 +
* ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ანთოლოგია, ტ. 2, XVI-XVIII სს. ტფ., 1928.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 +
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:გურამიშვილები]]
 
[[კატეგორია:გურამიშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 23:13, 8 თებერვალი 2023 მდგომარეობით

გურამიშვილი მამუკა – (XVIII ს.), პოეტი. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. ყოფა-ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი გადმოცემულია დიმიტრი სააკაძის ლექსებში, მისი თხზულებები კი გიორგი ავალიშვილმა შემოგვინახა. მათი მეშვეობით ირკვევა, რომ მ. გურამიშვილი XVIII ს. II ნახევრის მოღვაწეა. ცხოვრობდა ვახტანგ VI-ის ამალის წევრებთან ერთად რუსეთში – ხან მოსკოვში, პრესნიასა და ვსესვიატსკოეში, ხან კიდევ სანქტ-პეტერბურგში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა მირიან ბატონიშვილთან, დიმიტრი სააკაძესა და დიმიტრი ბაგრატიონთან.

მ. გურამიშვილი სანქტ-პეტერბურგში დუხჭირი და მოსაწყენ ყოფაში თავს იმით ირთობდა, რომ არაგვის ერისთავის ასულ როდამს დილიდანვე ნარდს ეთამაშებოდა, ისიც მონაწილეობდა იმ კინკლაობასა და მომდურაობაში, რაც ქართველი ღარიბი ემიგრანტებისთვის უცხო არ იყო.

მ. გურამიშვილის შემოქმედება განისაზღვრება სამი ლექსით, რომლებიც გ. ავალიშვილის ანთოლოგიითაა მოღწეული. ერთია 7-სტროფიანი ლექსი „კაფლანის კაბის მაგიერი“. მასში ჯერ შექებულია ქველი ვაჟკაცი, რომლის ფიზიკური სიძლიერე, განსწავლულობა და სიბრძნე აღმატებული ფერებით არის დახატული, შემდეგ საუბარია „კაფლანის კაბაზე", რომელსაც რაღაც ზიანი მოუტანია. ავტორი, როგორც ჩანს, ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების რომელიღაც ეპიზოდს ეხმიანება. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ლექსი მირიან ბატონიშვილს ეძღვნება.

მ. გურამიშვილის დანარჩენი ლექსები სასულიერო შინაარსისაა. ერთი, სამსტროფიანი, დიმიტრი ბაგრატიონის ლექსებშია ჩართული და სათაურად აქვს: „თავადისა მამუკა გურამის შვილისა მიერ თქმული“. მასში მ. გურამიშვილი ქრისტიანულ სწავლებას, ამქვეყნიური ცხოვრების წარმავლობას, სიმშვიდეს, სიწმინდეს, სიკეთესა და მიმტევებლობას ქადაგებს.

მეორე ვრცელია და დავით გურამიშვილის ნაწარმოების, „მზეთა-მზის შესხმის“ მიხედვითაა დაწერილი. აქაც „მზეთა-მზე“ ღვთის სიმბოლური სახეა და მთელი თხზულება მის ქებას ეძღვნება. თუ დავითის ლექსი შვიდი 14-მარცვლოვანი სტრიქონისგან შედგება, მამუკასი – 296 სტრიქონს შეიცავს. სტროფებად დალაგებული არ არის და თავიდან ბოლომდე იმეორებს დავითის ლექსის როგორც ფორმას, ისე მის შინაარსობრივ ქარგას.

ცალკეული ბიბლიური ამბების გახსენებითა და დამოწმებით მრავალ რჩევა-დარიგებასა და შეგონებას იძლევა. გმობს ქრისტიანულ მცნებათაგან განდგომას, კერპთაყვანისმცემლობას, ურწმუნოებას, სიძულვილს, მტრობას, ურთიერთგაუტანლობას, სიბილწეს, ტყუილს, ცრუფიცს, სიხარბესა და ა.შ. საპირისპიროდ, ქადაგებს: ღვთისმოსაობას, ეკლესიისა და სამღვდელოებისადმი მორჩილებას და პატივისცემას, სიყვარულს, კეთილგანწყობას, ურთიერთგამტანობას, გონიერებას, სიბრძნესა და განათლებას, მოსმენას, სულის სისპეტაკეს, მარხვასა და ლოცვას, მოთმინებას, ცოდვების მონანიებას, ნათლისღებას და ა.შ.

დასასრულს ავტორი იუწყება, რომ ეს ნაწამოები მირიან ბატონიშვილის დავალებით არის შექმნილი.


მზეთა მზე (ნაწყვეტი)
ეო, მეო, დავითს მივბაძეო,
გამიგონე, რას მოგითხრობ, ყური მამიგდეო.
ყველას მოგწონდესთ შვენებით
ჩემი მზეთა მზეო,
არავინ არის სახითა მისგან უკეთეო,
დიდად არის საყვარელი, ჩემგან იცოდეო.
ასეთი შვენიერია კიდით-კიდემდეო,
ანათებს უფსკრულამდინა მიუწთომლამდეო,
შენ ესე მზე ნუ გგონია, ამას ვამბობდეო,
რომელი აქა ანათებს, ქვეყანათამდეო,
მაგისა შუქის მიმცემი არის მაღლა ზეო.
არავინ არის მისთანა, ამად ამკობდეო,
ცასა და ქვეყანაშია ყველას უდიდეო,
გამოგიცხადო ამბავი, აქეთ მამხედეო,
ვინც არის ჩემი მზეთა მზე, მოდი, გეტყოდეო:
ღმერთია ყოვლის მპყრობელი უკუნისამდეო.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დარჩია ბ., მამუკა გურამიშვილი, თბ., 2005;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1981;
  • რუხაძე ტ., XVIII საუკუნის ქართული ემიგრანტული პოეზიის ისტორიიდან, თსუ შრომები, X, 1939;
  • ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ანთოლოგია, ტ. 2, XVI-XVIII სს. ტფ., 1928.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები