კაბაჭრელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები]]
+
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
  
 
[[კატეგორია: ყვავილოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: ყვავილოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: შროშანისებრნი]]
 
[[კატეგორია: შროშანისებრნი]]

00:01, 23 თებერვალი 2023-ის ვერსია

KabaWrela.PNG

კაბაჭრელა - Erythronium caucasicum Woronow

ზ.იმერ. — გოდრიელა, კორდიელა, კოდრიელა, რაჭ., ლეჩხ. — კოდინელა, გურ. – ხოხბის-მკერდი, ხახვისმკერდი, საბა – კორდის ენა

კაბაჭრელა შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში კაბაჭრელას სულ ერთი სახეობა გვხვდება, რომელიც ქვეყნის მხოლოდ დასავლეთში, მთიანი ნაწილის ფოთლოვან ტყეშია გავრცელებული. მოგრძობოლქვიანი მცენარეა. ღერო სიმაღლეში 1020 სმ-ს აღწევს. ორ ფოთოლს ივითარებს, რომლებიც ყუნწებით ღეროზეა შემოხვეული. ფოთლების ზედა მხარე მწვანე ფონზე მოწითლოდ და მოთეთროდაა მოწინწკლული. ფოთლები, სანამ ნაყოფი არ მომწიფდება, ზედვეა ხოლმე შერჩენილი. მათი სიჭრელე თანდათანობით ქრება, მწვანე ფერი კი მატულობს.

კაბაჭრელას ყვავილი შიგნიდან თეთრია ან ძალიან მკრთალი ყვითელი, ხოლო გარედან მოვარდისფრო. ღრუბლიან დღეებში თავდახრილია, მზიანში კი უკან არის კოხტად გადაღუნული. ყვავილი ძალიან ნაზია და ცოცხლობს სულ რამდენიმე დღე.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები