მინდვრის ზამბახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''მინდვრის ზამბახი''' - Iris reticulata M. Bieb. [[საქართველო|ს...)
 
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები]]
+
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
 
+
 
+
  
 
[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ზამბახისებრნი]]
 
[[კატეგორია:ზამბახისებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 00:15, 23 თებერვალი 2023 მდგომარეობით

Iris.PNG

მინდვრის ზამბახი - Iris reticulata M. Bieb. საქართველოში თორმეტამდე სხვადასხვანაირი ველური ზამბახი იზრდება, რომლებიც მკვეთრად განირჩევიან ერთმანეთისაგან როგორც აგებულებითა და ადგილსამყოფელით, ისე ყვავილობის დროით და ყვავილების შეფერვით. ზოგიერთი ზამბახის ძირი ბოლქვივითაა გამსხვილებული, ზოგი კი გრძელ ფესურებს იკეთებს. ზოგი ჭაობსა და არხებში ხარობს, ზოგი კი თავის ადგილსამყოფელად მშრალ ფერდობებს ირჩევს. ფოთლები ერთს ოთხწახნაგოვანი აქვს, მეორეს ხანჯლისებრი, მესამეს - ნამგლის მოყვანილობისა, ყვავილის შეფერილობაში ხომ უფრო მეტი განსხვავებაა. მინდვრის ანუ ბადიანი ზამბახი ეკუთვნის ზამბახისებრთა ოჯახს. საქართველოს მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება. იზრდება მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში, მინდვრად და ზოგჯერ ნათესებშიც.

სიმაღლით 20-35 სმ-ია. ძირი ბოლქვის მსგავსად აქვს გამსხვილებული და გარედან ბადისებრ დაქსელილი გარსით შემოხვეული. ფოთლები ოთხწახნაგოვანია და ბოლოწაწვეტილი, ყველა ძირიდან ამოსული, რიცხვით ორი-ოთხი. საყვავილე ღეროზე მხოლოდ ერთი ყვავილი ზის, უფრო ხშირად იისფერი, იშვიათად ცისფერი ან თეთრი. მინდვრის ზამბახი ველურ ზამბახებს შორის ყველაზე ადრე, მარტში ყვავის. გვირგვინი ძალიან ორიგინალური აგებულებისაა: იგი ექვსფურცლიანია, აქედან სამი განზეა გადახრილი და თითქმის ჰორიზონტალურად მიმართული, სამი შიგნით აშვერილია. შიგნითა ფურცლები ერთფეროვანია, გარეთას ხავერდოვანი გადანაღუნი აქვს და სიგრძეზე ყვითელი ზოლი დაყვება, რომელიც მუქადაა მოწინწკლული. სამბუდიანი ნაყოფი აქვს, რომელიც თესლითაა ამოვსებული.


[რედაქტირება] წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები