თეილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | [[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:პარაზიტები]] | [[კატეგორია:პარაზიტები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:უმარტივესები]] |
[[კატეგორია:უპიგმენტო უმარტივესები]] | [[კატეგორია:უპიგმენტო უმარტივესები]] | ||
18:37, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია
თეილერია – (შვედი მეცნიერის თეილერის პატივსაცემად) – უპიგმენტო უმარტივესები; მიეკუთვნებიან Theileria-ს გვარს, Theileriidae-ს ოჯახს, Piroplasmida-ს რაზმს.
თეილერიები ვითარდებიან მასპინძლების მონაცვლეობით. ტკიპების ორგანიზმში ისინი მრავლობითი დაყოფის (გამეტოგონია) გზით მრავლდებიან. ტკიპების მიერ მათი გადაცემა ხდება ტრანსფაზური გზით. ტკიპიდან თბილსისხლიანი ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას, ისინი ჯერ ლიმფურ კვანძებში მრავლდებიან შიზოგონიის გზით და „ბროწეულისებრ სხეულებს“ წარმოქმნიან, შემდეგ ინაცვლებენ ერითროციტებში, სადაც ბეჭდისებრი, მრგვალი, ოვალური, ჩხირისებრი, მსხლისებრი ან ჯვრისებრი ფორმა აქვთ. ერითროციტში თეილერიების რაოდენობა ერთიდან შვიდ ეგზემპლარამდე მერყეობს.