ბოოფილუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:პარაზიტები]] | [[კატეგორია:პარაზიტები]] | ||
[[კატეგორია:ტკიპები]] | [[კატეგორია:ტკიპები]] | ||
| − | |||
12:26, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია
ბოოფილუსი - (Boophilus; ლათ. bos კურო + ბერძნ. philos მოყვარული), ტკიპის გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს, Parasitiformes-ის რაზმს. Boophilus calcaratus (ლათ. calcar დეზი) – სახეობა, რომელიც Piroplasma bigeminum-ისა და Fransaiella colchica-ს გადამტანია; ინვაზიას გადასცემს ტრანსოვარიული გზით; პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელ პირუტყვზე, იშვიათად – ცხვარსა და ცხენზე. ერთმასპინძლიანი ტკიპი. გარდა ამისა, სავეტერინარო მნიშვნელობის მქონე სახეობებია – B.annulatus, B.decoloratus და B.microplus.