ბოოფილუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოოფილუსი - (Boophilus; ლათ. bos კურო + ბერძნ. philos მოყვარული), ტკიპის გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს, Parasitiformes-ის რაზმს.

Boophilus calcaratus (ლათ. calcar დეზი) – სახეობა, რომელიც Piroplasma bigeminum-ისა და Fransaiella colchica-ს გადამტანია; ინვაზიას გადასცემს ტრანსოვარიული გზით; პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელ პირუტყვზე, იშვიათად – ცხვარსა და ცხენზე. ერთმასპინძლიანი ტკიპი. გარდა ამისა, სავეტერინარო მნიშვნელობის მქონე სახეობებია – Boophilus annulatus, Boophilus decoloratus და Boophilus microplus.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები