საბაზრო თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საბაზრო თეატრი'''  – ხალხური [[თეატრი]]ს სახე  [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებში XVI—XVIII საუკუნეებში.  
+
'''საბაზრო თეატრი'''  – ხალხური თეატრის სახეობა XVI-XVII სს. ევროპის ქვეყნებში. წარმოიშვა შუა საუკუნეების ბაზრობებზე მუშტრის მოზიდვის მიზნით. ამ გასართობ სანახაობაში მონაწილეობდნენ მოხეტიალე [[ჯამბაზი|ჯამბაზები]], [[მუშაითი|მუშაითები]], ცხოველების მწვრთნელები (და სხვ.).  
  
იგი წარმოიშვა შუა საუკუნეებში, ბაზრობის დროს,  მყიდველთა მოზიდვის მიზნით, ეწყობოდა სხვადასხვაგვარი სანახაობა და გასართობი. გამოდიოდნენ მოხეტიალე ჯამბაზები, მუშაითები, ცხოველების მწვრთნელნი და სხვ. XV—XVI საუკუნის ქალაქის ხელოსნები — ამ საქმის მოყვარულნი, რომლებიც ერთიანდებოდნენ ჯამბაზთა საზოგადოებაში ([[საფრანგეთი]]), „რიტორთა კამერებში“ ([[ნიდერლანდები]]), მეისტერზინგერების წრეებში ([[გერმანია]]) და ა. შ., ბაზრობის დღეებში მაყურებლებს წარმოუდგენდნენ სხვადასხვაგვარ ფარსს, ფასტახტშპილს, მორალიტეს. XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან საბაზრო თეატრის სცენაზე  [[გამოსვლა (მსახიობის)|გამოსვლა]] დაიწყეს პროფესიონალმა მსახიობებმა – რომლებიც ასრულებდნენ ე. წ. „პარადებს” (სახუმარო სცენებს), ფარსებს და სხვა პიესებს. თეატრის მსახიობთა თამაშს, ძირითადად, საფუძვლად ედო იმპროვიზაციის ხელოვნება, იგი გამსჭვალული იყო სიხალისით.
+
მე-15-16 საუკუნეებში ქალაქის ხელოსან-მოყვარულები გაერთიანდნენ სამასხრო საზოგადოებებად ([[საფრანგეთი]]), რიტორთა კამერებად ([[ნიდერლანდები]]), მაისტერზინგერების წრეებად ([[გერმანია]]) და სხვა ამგვარ გაერთიანებებად. ბაზრობის დღეებში ისინი გაითამაშებდნენ [[ფარსი|ფარსებს]], ფასტნახტ-შპილებს, [[მორალიტე]]ებს. მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარში ბაზრობების თეატრის სცენაზე გამოჩნდნენ პროფესიონალი მსახიობები, რომლებიც ასრულებდნენ ე.წ. [[პარადი|პარადებს]] (სახუმარო სცენებს), ფარსებს, მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს, მართავდნენ ჯადოსნურ-ფეერიულ წარმოდგენებს. ბაზრობების თეატრის მსახიობთა თამაში ძირითადად ეფუძნებოდა იმპროვიზაციის ხელოვნებას, გამსჭვალული იყო სიცოცხლის ხალისით, ზოგჯერ უხეში იუმორითაც კი, მაგრამ ამასთანავე [[ბუფონადა|ბუფონადურ]] ელემენტებთან ერთად, შეიცავდა ყოფით და სოციალურ სატირას. ბაზრობების თეატრის ტრადიციები შეითვისეს და განავითარეს დიდმა დრამატურგებმა შექსპირმა და მოლიერმა.
  
 +
ბაზრობების თეატრების სამსახიობო ხელოვნებამ დიდ აღმავლობას მიაღწია მე-17 საუკუნის საფრანგეთში. მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, ფრანგულ ბაზრობების თეატრებში თამაშდებოდა [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]], რომლებიც გადმოღებული იყო. 1697 წ. დახურული „კომედი იტალიენის“ [[რეპერტუარი|რეპერტუარიდან]]. ბაზრობების თეატრის განსაკუთრებული წარმატებანი დაკავშირებულია ფრანგი დრამატურგის ა. ლესაჟის მოღვაწეობასთან. მან შექმნა ბაზრობების თეატრის ახალი რეპერტუარი, თავის პიესებში შეიტანა მწვავე პაროდიულ-სატირული ელემენტები, სასაცილოდ აიგდო არისტოკრატთა გემოვნებას აყოლილი პრივილეგირებული თეატრები, ზედა ფენის საზოგადოების ზნე-ჩვეულებანი. მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში, ბაზრობების თეატრი განიცდიდა სასტიკ დევნას მმართველი წრეებისაგან. პოლიცია ანგრევდა მათ ნაგებობებს, აჯარიმებდა მფლობელებს, მე-18 საუკუნის ბაზრობების თეატრში ჩაისახა [[ვოდევილი]]ს და კომიკური ოპერის ჟანრი.
  
  
==წყარო==
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
  
 +
==წყარო==
 +
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ბაზრობის თეატრები]]

01:10, 4 მარტი 2023-ის ვერსია

საბაზრო თეატრი – ხალხური თეატრის სახეობა XVI-XVII სს. ევროპის ქვეყნებში. წარმოიშვა შუა საუკუნეების ბაზრობებზე მუშტრის მოზიდვის მიზნით. ამ გასართობ სანახაობაში მონაწილეობდნენ მოხეტიალე ჯამბაზები, მუშაითები, ცხოველების მწვრთნელები (და სხვ.).

მე-15-16 საუკუნეებში ქალაქის ხელოსან-მოყვარულები გაერთიანდნენ სამასხრო საზოგადოებებად (საფრანგეთი), რიტორთა კამერებად (ნიდერლანდები), მაისტერზინგერების წრეებად (გერმანია) და სხვა ამგვარ გაერთიანებებად. ბაზრობის დღეებში ისინი გაითამაშებდნენ ფარსებს, ფასტნახტ-შპილებს, მორალიტეებს. მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარში ბაზრობების თეატრის სცენაზე გამოჩნდნენ პროფესიონალი მსახიობები, რომლებიც ასრულებდნენ ე.წ. პარადებს (სახუმარო სცენებს), ფარსებს, მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს, მართავდნენ ჯადოსნურ-ფეერიულ წარმოდგენებს. ბაზრობების თეატრის მსახიობთა თამაში ძირითადად ეფუძნებოდა იმპროვიზაციის ხელოვნებას, გამსჭვალული იყო სიცოცხლის ხალისით, ზოგჯერ უხეში იუმორითაც კი, მაგრამ ამასთანავე ბუფონადურ ელემენტებთან ერთად, შეიცავდა ყოფით და სოციალურ სატირას. ბაზრობების თეატრის ტრადიციები შეითვისეს და განავითარეს დიდმა დრამატურგებმა შექსპირმა და მოლიერმა.

ბაზრობების თეატრების სამსახიობო ხელოვნებამ დიდ აღმავლობას მიაღწია მე-17 საუკუნის საფრანგეთში. მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, ფრანგულ ბაზრობების თეატრებში თამაშდებოდა პიესები, რომლებიც გადმოღებული იყო. 1697 წ. დახურული „კომედი იტალიენის“ რეპერტუარიდან. ბაზრობების თეატრის განსაკუთრებული წარმატებანი დაკავშირებულია ფრანგი დრამატურგის ა. ლესაჟის მოღვაწეობასთან. მან შექმნა ბაზრობების თეატრის ახალი რეპერტუარი, თავის პიესებში შეიტანა მწვავე პაროდიულ-სატირული ელემენტები, სასაცილოდ აიგდო არისტოკრატთა გემოვნებას აყოლილი პრივილეგირებული თეატრები, ზედა ფენის საზოგადოების ზნე-ჩვეულებანი. მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში, ბაზრობების თეატრი განიცდიდა სასტიკ დევნას მმართველი წრეებისაგან. პოლიცია ანგრევდა მათ ნაგებობებს, აჯარიმებდა მფლობელებს, მე-18 საუკუნის ბაზრობების თეატრში ჩაისახა ვოდევილის და კომიკური ოპერის ჟანრი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები