ჯონსონი ბენ
(ახალი გვერდი: '''ბენ ჯონსონი ''' (1573-1637), ინგლისელი დრამატურგი, პოეტი, დრამის თეო...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯონსონი ბენ“ გადაიტანა გვერდზე „ბენ ჯონსონი“) |
00:40, 14 მარტი 2023-ის ვერსია
ბენ ჯონსონი (1573-1637), ინგლისელი დრამატურგი, პოეტი, დრამის თეორეტიკოსი.
1597 წ. დაწერა პირველი პიესა „ვითარება შეიცვალა“, რომელშიც თვითონ ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი. შემდეგ დაწერა კომედიები „ყველას თავისი ახირება აქვს“ და „ყოველი არსებობს თავისი ახირების გარეშე“. ამ პიესებმა სათავე დაუდეს ახალ ჟანრს ინგლისურ დრამატურგიაში – სატირულ-ყოფით ზნეობრივ კომედიას. ამას მოჰყვა კომედიები „ვოლპონე ანუ მელა“, „ეპისინი ანუ ყუჩი ქალი“, „ალქიმიკოსი“, „ვარფოლომეური ბაზრობა“. მან შექმნა „ანტიკური“ ტრაგედიები „სეიანას დაცემა“, „კატილინას შეთქმულება“. კომედიებისა და ტრაგედიების გარდა იგი წერდა „ნიღბებს“ – ალეგორიული შინაარსის უფაბულო პიესებს, პოეტური მონოლოგებით და დიალოგებით, ცეკვით და სიმღერით. ამ ტრადიციულ ჟანრში მან შეიტანა პაროდიული ელემენტი. შექსპირის მეგობარი, მისი გენიის თაყვანისმცემელი, თავადაც იყო აღორძინების ეპოქის დიდი დრამატურგი.