დრამატურგიული კომპოზიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დრამატურგიული კომპოზიცია“ გადაიტანა გვერდზე „[[კომპოზიცია (დრა...) |
22:11, 14 მარტი 2023-ის ვერსია
დრამატურგიული კომპოზიცია – (ლათ. compositio – შედგენა, შეერთება), შინაარსით და ჟანრით გაპირობებულ მხატვრულ ფორმათა კომპონენტების აგება-განლაგება. კომპოზიციას აქვს დამოუკიდებელი შიდააზრი. მისი ხერხები და საშუალებები ხელს უწყობენ მოვლენების სრულყოფილ ასახვას, პოზიციის გამოკვეთას. დრამატურგიული კომპოზიცია შედგება ექვსი აუცილებელი კომპონენტისაგან – ექსპოზიცია, კვანძის ჩასახვა, განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა, ეპილოგი. „კომპოზიციის“ პარალელურად ხშირად იხმარება ტერმინები „არქიტექტონიკა“ და „სტრუქტურა“.