დიპილიდიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | [[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | ||
[[კატეგორია:ვეტერინარია]] | [[კატეგორია:ვეტერინარია]] | ||
| + | [[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | ||
13:46, 21 მარტი 2023-ის ვერსია
დიპილიდიოზი - (dipylidiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dipylidium + ბერძნ. osis) – ხორცისმჭამელი ცხოველების, იშვიათად, ადამიანის ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელი – Dipylidium caninum პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში.
გავრცელებულია ყველგან. დიპილიდიოზით უპირატესად ძაღლები და კატები ავადდებიან. სუსტი ინვაზიის დროს კლინიკური ნიშნები გამოხატული არ არის. ძლიერი დაინვაზიებისას აღინიშნება პირღებინება, გაუკუღმართებული მადა, სიგამხდრე, სისუსტე, ნერვული მოვლენები. დიპილიდიოზი ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.