დემოდეკოზი
(ახალი გვერდი: '''დემოდეკოზი''' - (demodecosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Demodex + osis დაა...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დემოდეკოზი''' - (demodecosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Demodex + osis დაავადება) – ცხოველებისა და [[ადამიანი|ადამიანის]] არაქნოზული დაავადება. აღმძვრელები – Demodex-ის გვარის ტკიპები პარაზიტობენ ცხოველის ბეწვის ბოლქვებსა და ცხიმის ფოლიკულებში. განსაკუთრებით მძიმე ფორმით ავადდებიან ძაღლები და მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვი, უპირატესად – მოზარდეული. | + | '''დემოდეკოზი''' - (demodecosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Demodex + osis დაავადება) – ცხოველებისა და [[ადამიანი|ადამიანის]] [[არაქნოზები|არაქნოზული დაავადება]]. აღმძვრელები – '''Demodex'''-ის გვარის [[ტკიპები]] პარაზიტობენ ცხოველის ბეწვის ბოლქვებსა და ცხიმის ფოლიკულებში. განსაკუთრებით მძიმე ფორმით ავადდებიან ძაღლები და მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვი, უპირატესად – მოზარდეული. |
დემოდეკოზით ძაღლის დაავადებისას არჩევენ მსუბუქ (ქერცლოვან) და მძიმე (პუსტულოზურ) ფორმებს. თავდაპირველად ზიანდება კანი წარბზედა რკალის, ტუჩების, ლოყების, კისრის, იდაყვების მიდამოებში, შემდეგ – სხეულის სხვა ნაწილებზე. ამ ადგილებში ბეწვი ცვივა, კანი წითლდება, სქელდება, იჭმუხნება, ქატოსებრი ქერცლებით იფარება, ზედაპირიდან სითხე ჟონავს. ქავილის შეგრძნება სუსტია ან არ აღინიშნება. პუსტულოზური ფორმის დროს წარმოიქმნება ბორცვები, რომელთა წვერზე არსებული ხვრელიდან შიგთავსი გამოედინება და ხმება. კანი წითელი, უხეში და დანაოჭებულია. ვითარდება [[ანემია]] და პროგრესირებადი სიგამხდრე. ძაღლი კვდება სიგამხდრისა და სეფსისისაგან. | დემოდეკოზით ძაღლის დაავადებისას არჩევენ მსუბუქ (ქერცლოვან) და მძიმე (პუსტულოზურ) ფორმებს. თავდაპირველად ზიანდება კანი წარბზედა რკალის, ტუჩების, ლოყების, კისრის, იდაყვების მიდამოებში, შემდეგ – სხეულის სხვა ნაწილებზე. ამ ადგილებში ბეწვი ცვივა, კანი წითლდება, სქელდება, იჭმუხნება, ქატოსებრი ქერცლებით იფარება, ზედაპირიდან სითხე ჟონავს. ქავილის შეგრძნება სუსტია ან არ აღინიშნება. პუსტულოზური ფორმის დროს წარმოიქმნება ბორცვები, რომელთა წვერზე არსებული ხვრელიდან შიგთავსი გამოედინება და ხმება. კანი წითელი, უხეში და დანაოჭებულია. ვითარდება [[ანემია]] და პროგრესირებადი სიგამხდრე. ძაღლი კვდება სიგამხდრისა და სეფსისისაგან. | ||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | [[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | ||
[[კატეგორია:ვეტერინარია]] | [[კატეგორია:ვეტერინარია]] | ||
| + | [[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | ||
| + | [[კატეგორია:ძაღლის დაავადებები]] | ||
| + | [[კატეგორია:მცოხნელ ცხოველთა დაავადებები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:38, 4 აპრილი 2023 მდგომარეობით
დემოდეკოზი - (demodecosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Demodex + osis დაავადება) – ცხოველებისა და ადამიანის არაქნოზული დაავადება. აღმძვრელები – Demodex-ის გვარის ტკიპები პარაზიტობენ ცხოველის ბეწვის ბოლქვებსა და ცხიმის ფოლიკულებში. განსაკუთრებით მძიმე ფორმით ავადდებიან ძაღლები და მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვი, უპირატესად – მოზარდეული.
დემოდეკოზით ძაღლის დაავადებისას არჩევენ მსუბუქ (ქერცლოვან) და მძიმე (პუსტულოზურ) ფორმებს. თავდაპირველად ზიანდება კანი წარბზედა რკალის, ტუჩების, ლოყების, კისრის, იდაყვების მიდამოებში, შემდეგ – სხეულის სხვა ნაწილებზე. ამ ადგილებში ბეწვი ცვივა, კანი წითლდება, სქელდება, იჭმუხნება, ქატოსებრი ქერცლებით იფარება, ზედაპირიდან სითხე ჟონავს. ქავილის შეგრძნება სუსტია ან არ აღინიშნება. პუსტულოზური ფორმის დროს წარმოიქმნება ბორცვები, რომელთა წვერზე არსებული ხვრელიდან შიგთავსი გამოედინება და ხმება. კანი წითელი, უხეში და დანაოჭებულია. ვითარდება ანემია და პროგრესირებადი სიგამხდრე. ძაღლი კვდება სიგამხდრისა და სეფსისისაგან.
დემოდეკოზით მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის დაავადებისას კისრის, ბეჭების, მკერდის და ზურგის მოდამოებში კანზე ვითარდება 2-დან 10 მმ-მდე დიამეტრის ბორცვები, რომელთა წვერზე არსებული ხვრელიდან სითხე გამოდის, ხოლო ხელის დაჭერისას – მოთეთრო-ცვილისებრი შიგთავსი. დაზიანებულ ადგილებში ბალანი ხუჭუჭდება და ცვივა, კანი გასქელებულია. ქავილი არ აღინიშნება.