ონქოცერკოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | [[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | ||
[[კატეგორია:ცხენის დაავადებები]] | [[კატეგორია:ცხენის დაავადებები]] | ||
| − | |||
13:42, 4 აპრილი 2023-ის ვერსია
ონქოცერკოზი – (onchocercosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Onchocerca + osis დაავადება) – ცხოველების ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Onchocerca-ს გვარის ნემატოდები, პარაზიტობენ მყესებსა და იოგებში (ზრდასრული ფორმები) და კანში (ლარვული ფორმები). გავრცელებულია ყველგან.
დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. ავადდება ცხენი, ძროხეული. ონქოცერკოზით დაავადებული ცხენი კოჭლობს, მინდაოს მიდამოში მას უვითარდება აბსცესი და ფლეგმონა. მსხვილფეხა მცოხნელ პირუტყვს გამოხატული კლინიკური ნიშნები არ აქვს.