პარაბასა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''პარაბასა''' – | + | '''პარაბასა''' – (ბერძნ. parabasis – გადახვევა), [[ძველბერძნული თეატრი|ძველბერძნულ თეატრში]] [[ქორო]]ს პირდაპირი მიმართვა მაყურებლისადმი, [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]]ში ასახულ მოქმედებასთან კავშირის გარეშე. |
| + | |||
| + | პარაბასას შესრულების დროს მოქმედი პირები გადიოდნენ, ქორო იხსნიდა [[ნიღაბი (თეატრალური)|ნიღბებს]] და პირით მაყურებლისკენ ერთრიგად მწკრივდებოდა. პარაბასაში პიესის ავტორი [[კორიფე]]ს პირით განმარტავდა პიესის მიზანს და დანიშნულებას, განიხილავდა პოლიტიკურ საკითხებს, დასცინოდა ლიტერატურულ მოწინააღმდეგებს, მაყურებელს სთხოვდა კეთილგანწყობას წარმოდგენის მიმართ. პარაბასა იყო ერთ-ერთი უცვლელი შემადგენელი ნაწილი [[ძველი ატიკური კომედია|ძველი ატიკური კომედიის]] კანონიკურ სტრუქტურაში. კანონიკური იყო მისი აგებულებაც და შედგებო და ექვსი ნაწილისაგან: შესავალი [[სიმღერა]]; ანაპესტოსით (ოთხმარცვლიანი ლექსი) დაწერილი მთელი წყება პრეტენზიებისა; სტროფი ან [[ოდა]] კომენტარი; ანტოდი ან [[ანტისტროფი]]; ანტეპირემი, დადგენილი წესის მიხედვით, ერთმანეთს ენაცვლებოდა კორიფეს [[დეკლამაცია]] და ქოროს სიმღერა. | ||
| ხაზი 5: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ძველბერძნული თეატრი]] | [[კატეგორია:ძველბერძნული თეატრი]] | ||
12:25, 1 მაისი 2023-ის ვერსია
პარაბასა – (ბერძნ. parabasis – გადახვევა), ძველბერძნულ თეატრში ქოროს პირდაპირი მიმართვა მაყურებლისადმი, პიესაში ასახულ მოქმედებასთან კავშირის გარეშე.
პარაბასას შესრულების დროს მოქმედი პირები გადიოდნენ, ქორო იხსნიდა ნიღბებს და პირით მაყურებლისკენ ერთრიგად მწკრივდებოდა. პარაბასაში პიესის ავტორი კორიფეს პირით განმარტავდა პიესის მიზანს და დანიშნულებას, განიხილავდა პოლიტიკურ საკითხებს, დასცინოდა ლიტერატურულ მოწინააღმდეგებს, მაყურებელს სთხოვდა კეთილგანწყობას წარმოდგენის მიმართ. პარაბასა იყო ერთ-ერთი უცვლელი შემადგენელი ნაწილი ძველი ატიკური კომედიის კანონიკურ სტრუქტურაში. კანონიკური იყო მისი აგებულებაც და შედგებო და ექვსი ნაწილისაგან: შესავალი სიმღერა; ანაპესტოსით (ოთხმარცვლიანი ლექსი) დაწერილი მთელი წყება პრეტენზიებისა; სტროფი ან ოდა კომენტარი; ანტოდი ან ანტისტროფი; ანტეპირემი, დადგენილი წესის მიხედვით, ერთმანეთს ენაცვლებოდა კორიფეს დეკლამაცია და ქოროს სიმღერა.