ფარსი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ფარსი''' − ( | + | '''ფარსი''' − (''ფრანგ''. farce, ლათ. < farcio – გატენა, გულის ჩადება; შუასაუკუნეების [[მისტერია|მისტერიებში]] „განათავსებდნენ“ კომედიურ სცენებს), ხალხური თეატრის სახეობა, რომელმაც გავრცელება ჰპოვა მე-14-16 სს. |
| − | + | დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] ბევრ ქვეყანაში. ფარსი ფესვებით დაკავშირებული იყო ხალხურ თამაშობებსა და წეს-ჩვეულებებთან და ამიტომ ყველგან შეიძინა ნაციონალური თავისებურება. ფარსის ფორმირების ერთ-ერთი მიზეზი იყო კომედიურ-ყოფითი ელემენტების შეჭრა მისტერიაში. ამასთანავე, ფარსი ყალიბდებოდა დამოუკიდებელ [[ჟანრი|ჟანრად]]. [[მორალიტე]]სა და [[სოტი]]სთან ერთად, მან შეადგინა [[რეპერტუარი]] ქალაქელთა ისეთ გაერთიანებაში, როგორიც იყო კამერ რიტორები, „საძმოები“, ხუმარათა საზოგადოებები. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| + | ფარსი როგორც დემოკრატიული, მასებისთვის განკუთვნილი [[სამოედნო თეატრი]]ს ჟანრი, გამოირჩეოდა აზრის ხალისიანი თავისუფლებით, ცხოვრებისეული მოვლენების გადმოცემის რეალისტური კონკრეტულობით. ფარსის სახე-ნიღბები (თაღლითი ექიმი, პედანტი სწავლული, კაპასი ცოლი და ა.შ.) მოკლებული იყო ინდივიდუალურ საწყისს და [[ანტიკური]] ხანის გამოკლებით, სოციალური ტიპების შექმნის პირველ ცდას წარმოადგენდა. ფარსში, თუმც ცოტა უხეშად, მაგრამ მხიარულად იყო ასახული ოჯახური უთანხმოებანი, გამასხრებული იყო გულუბრყვილობა, ბაქიობა, ფართოდ იყო გამოყენებული გარეგნული კომიზმი (მუშტი-კრივი, ალიაქოთი, კინკლაობა და ა.შ.). ფარსი აღსავსე იყო [[ბუფონადა|ბუფონადით]], ირონიული დამოკიდებულებით მმართველი წრეებისა და ფეოდალურ-რელიგიური მორალისადმი. მასში მკაცრად იყო მხილებული ფეოდალური ომისმოყვარეობა, მონაზვნების ცდომილებანი, ჩინოვნიკების თაღლითობა, თანაგრძნობით იყო დახასიათებული უბრალო ხალხი. ამავე დროს, ფარსში ზოგჯერ თავს იჩენდა ბიურგერული იდეოლოგია – მოხერხებულობის ცინიკური მხარდაჭერა, საქმიანი ეშმაკობისადმი სიმპათია, დამცინავი, გამკილავი და არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება გლეხებისადმი. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:თეატრალური ჟანრი]] | ||
14:18, 8 მაისი 2023-ის ვერსია
ფარსი − (ფრანგ. farce, ლათ. < farcio – გატენა, გულის ჩადება; შუასაუკუნეების მისტერიებში „განათავსებდნენ“ კომედიურ სცენებს), ხალხური თეატრის სახეობა, რომელმაც გავრცელება ჰპოვა მე-14-16 სს.
დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ფარსი ფესვებით დაკავშირებული იყო ხალხურ თამაშობებსა და წეს-ჩვეულებებთან და ამიტომ ყველგან შეიძინა ნაციონალური თავისებურება. ფარსის ფორმირების ერთ-ერთი მიზეზი იყო კომედიურ-ყოფითი ელემენტების შეჭრა მისტერიაში. ამასთანავე, ფარსი ყალიბდებოდა დამოუკიდებელ ჟანრად. მორალიტესა და სოტისთან ერთად, მან შეადგინა რეპერტუარი ქალაქელთა ისეთ გაერთიანებაში, როგორიც იყო კამერ რიტორები, „საძმოები“, ხუმარათა საზოგადოებები.
ფარსი როგორც დემოკრატიული, მასებისთვის განკუთვნილი სამოედნო თეატრის ჟანრი, გამოირჩეოდა აზრის ხალისიანი თავისუფლებით, ცხოვრებისეული მოვლენების გადმოცემის რეალისტური კონკრეტულობით. ფარსის სახე-ნიღბები (თაღლითი ექიმი, პედანტი სწავლული, კაპასი ცოლი და ა.შ.) მოკლებული იყო ინდივიდუალურ საწყისს და ანტიკური ხანის გამოკლებით, სოციალური ტიპების შექმნის პირველ ცდას წარმოადგენდა. ფარსში, თუმც ცოტა უხეშად, მაგრამ მხიარულად იყო ასახული ოჯახური უთანხმოებანი, გამასხრებული იყო გულუბრყვილობა, ბაქიობა, ფართოდ იყო გამოყენებული გარეგნული კომიზმი (მუშტი-კრივი, ალიაქოთი, კინკლაობა და ა.შ.). ფარსი აღსავსე იყო ბუფონადით, ირონიული დამოკიდებულებით მმართველი წრეებისა და ფეოდალურ-რელიგიური მორალისადმი. მასში მკაცრად იყო მხილებული ფეოდალური ომისმოყვარეობა, მონაზვნების ცდომილებანი, ჩინოვნიკების თაღლითობა, თანაგრძნობით იყო დახასიათებული უბრალო ხალხი. ამავე დროს, ფარსში ზოგჯერ თავს იჩენდა ბიურგერული იდეოლოგია – მოხერხებულობის ცინიკური მხარდაჭერა, საქმიანი ეშმაკობისადმი სიმპათია, დამცინავი, გამკილავი და არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება გლეხებისადმი.