ფარსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 5: ხაზი 5:
 
ფარსი როგორც დემოკრატიული, მასებისთვის განკუთვნილი [[სამოედნო თეატრი]]ს ჟანრი, გამოირჩეოდა აზრის ხალისიანი თავისუფლებით, ცხოვრებისეული მოვლენების გადმოცემის რეალისტური კონკრეტულობით. ფარსის სახე-ნიღბები (თაღლითი ექიმი, პედანტი სწავლული, კაპასი ცოლი და ა.შ.) მოკლებული იყო ინდივიდუალურ საწყისს და [[ანტიკური]] ხანის გამოკლებით, სოციალური ტიპების შექმნის პირველ ცდას წარმოადგენდა. ფარსში, თუმც ცოტა უხეშად, მაგრამ მხიარულად იყო ასახული ოჯახური უთანხმოებანი, გამასხრებული იყო გულუბრყვილობა, ბაქიობა, ფართოდ იყო გამოყენებული გარეგნული კომიზმი (მუშტი-კრივი, ალიაქოთი, კინკლაობა და ა.შ.). ფარსი აღსავსე იყო [[ბუფონადა|ბუფონადით]], ირონიული დამოკიდებულებით მმართველი წრეებისა და ფეოდალურ-რელიგიური მორალისადმი. მასში მკაცრად იყო მხილებული ფეოდალური ომისმოყვარეობა, მონაზვნების ცდომილებანი, ჩინოვნიკების თაღლითობა, თანაგრძნობით იყო დახასიათებული უბრალო ხალხი. ამავე დროს, ფარსში ზოგჯერ თავს იჩენდა ბიურგერული იდეოლოგია – მოხერხებულობის ცინიკური მხარდაჭერა, საქმიანი ეშმაკობისადმი სიმპათია, დამცინავი, გამკილავი და არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება გლეხებისადმი.
 
 +
განსაკუთრებული პოპულარობა წილად ხვდა ფრანგულ ფარსებს „გეჯა“ და ციკლს ადვოკატ პატლენის შესახებ. ფარსმა მოახდინა დიდი ზეგავლენა ფრანგული სამსახიობო ხელოვნების დემოკრატიულ განვითარებაზე, მოლიერის შემოქმედებაზე. იტალიური ფარსის პრინციპები საფუძვლად დაედო იტალიურ [[კომედია დელ’არტე]]ს, ინგლისურმა ფარსმა ([[ინტერლუდია]]) ასახვა ჰპოვა შექსპირის [[კომედია|კომედიებში]]; ესპანურმა – ლ. დე რუედას ერთაქტიან [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებში]] ([[პასოსი]]), მ. სერვანტესის ინტერმედიებში; გერმანულმა ფარსმა (ფასტნახტშპილი) ასახვა ჰპოვა ჰ. საქსის შემოქმედებაში.
  
==წყარო==
 
==წყარო==

14:20, 8 მაისი 2023-ის ვერსია

ფარსი − (ფრანგ. farce, ლათ. < farcio – გატენა, გულის ჩადება; შუასაუკუნეების მისტერიებში „განათავსებდნენ“ კომედიურ სცენებს), ხალხური თეატრის სახეობა, რომელმაც გავრცელება ჰპოვა მე-14-16 სს.

დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ფარსი ფესვებით დაკავშირებული იყო ხალხურ თამაშობებსა და წეს-ჩვეულებებთან და ამიტომ ყველგან შეიძინა ნაციონალური თავისებურება. ფარსის ფორმირების ერთ-ერთი მიზეზი იყო კომედიურ-ყოფითი ელემენტების შეჭრა მისტერიაში. ამასთანავე, ფარსი ყალიბდებოდა დამოუკიდებელ ჟანრად. მორალიტესა და სოტისთან ერთად, მან შეადგინა რეპერტუარი ქალაქელთა ისეთ გაერთიანებაში, როგორიც იყო კამერ რიტორები, „საძმოები“, ხუმარათა საზოგადოებები.

ფარსი როგორც დემოკრატიული, მასებისთვის განკუთვნილი სამოედნო თეატრის ჟანრი, გამოირჩეოდა აზრის ხალისიანი თავისუფლებით, ცხოვრებისეული მოვლენების გადმოცემის რეალისტური კონკრეტულობით. ფარსის სახე-ნიღბები (თაღლითი ექიმი, პედანტი სწავლული, კაპასი ცოლი და ა.შ.) მოკლებული იყო ინდივიდუალურ საწყისს და ანტიკური ხანის გამოკლებით, სოციალური ტიპების შექმნის პირველ ცდას წარმოადგენდა. ფარსში, თუმც ცოტა უხეშად, მაგრამ მხიარულად იყო ასახული ოჯახური უთანხმოებანი, გამასხრებული იყო გულუბრყვილობა, ბაქიობა, ფართოდ იყო გამოყენებული გარეგნული კომიზმი (მუშტი-კრივი, ალიაქოთი, კინკლაობა და ა.შ.). ფარსი აღსავსე იყო ბუფონადით, ირონიული დამოკიდებულებით მმართველი წრეებისა და ფეოდალურ-რელიგიური მორალისადმი. მასში მკაცრად იყო მხილებული ფეოდალური ომისმოყვარეობა, მონაზვნების ცდომილებანი, ჩინოვნიკების თაღლითობა, თანაგრძნობით იყო დახასიათებული უბრალო ხალხი. ამავე დროს, ფარსში ზოგჯერ თავს იჩენდა ბიურგერული იდეოლოგია – მოხერხებულობის ცინიკური მხარდაჭერა, საქმიანი ეშმაკობისადმი სიმპათია, დამცინავი, გამკილავი და არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება გლეხებისადმი.

განსაკუთრებული პოპულარობა წილად ხვდა ფრანგულ ფარსებს „გეჯა“ და ციკლს ადვოკატ პატლენის შესახებ. ფარსმა მოახდინა დიდი ზეგავლენა ფრანგული სამსახიობო ხელოვნების დემოკრატიულ განვითარებაზე, მოლიერის შემოქმედებაზე. იტალიური ფარსის პრინციპები საფუძვლად დაედო იტალიურ კომედია დელ’არტეს, ინგლისურმა ფარსმა (ინტერლუდია) ასახვა ჰპოვა შექსპირის კომედიებში; ესპანურმა – ლ. დე რუედას ერთაქტიან პიესებში (პასოსი), მ. სერვანტესის ინტერმედიებში; გერმანულმა ფარსმა (ფასტნახტშპილი) ასახვა ჰპოვა ჰ. საქსის შემოქმედებაში.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები